გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას სახელმწიფო აქტივად აღიარებს

მარიამ ქადარია16 ივლისი, 20261 წთ კითხვა
სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას სახელმწიფო აქტივად აღიარებს

სამხრეთ კორეა 76 წლის შემდეგ პირველად ცვლის სახელმწიფო ქონების მართვის წესებს. ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონებად მომავალში მხოლოდ უძრავი ქონება აღარ ჩაითვლება.

ახალი კანონი სახელმწიფო აქტივების ჩამონათვალში ციფრულ აქტივებს, კრიპტოვალუტებსა და ინტელექტუალურ საკუთრებასაც შეიტანს. ცვლილება დაახლოებით 940 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას შეეხება.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობა 1950 წელს იყო მიღებული და ძირითადად მიწისა და შენობების მართვაზე იყო მორგებული. ახალი წესებით, სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებული ქონებისგან შემოსავლის მიღებასაც გეგმავს და მხოლოდ მის შენარჩუნებაზე აღარ იქნება ორიენტირებული.

გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სახელმწიფო ობლიგაციების ციფრულ ფორმატში გამოშვებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, 2027 წლიდან სახელმწიფო ობლიგაციები ციფრული ფორმით გაიცემა. ამისთვის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემას გამოიყენებენ. ხელისუფლების გეგმით, მოქალაქეებს ამ ობლიგაციების შეძენა და მათგან შემოსავლის მიღება შეეძლებათ.

აშკარაა, რომ სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას მხოლოდ მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო საშუალებად აღარ განიხილავს. ის თანდათან ქვეყნის ფინანსური სისტემის ნაწილად იქცევა.

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარია. ქვეყანაში ამ სფეროში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანია ჩართული, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე