გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Samsung აქციონერებისთვის 72 მილიარდ დოლარამდე თანხის განაწილებას გეგმავს

მარიამ ქადარია20 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Samsung აქციონერებისთვის 72 მილიარდ დოლარამდე თანხის განაწილებას გეგმავს

Samsung Electronics აგვისტოს ბოლოს აქციონერებისთვის ახალი გეგმის გამოცხადებას აპირებს, რომლის საერთო მოცულობაც 100 ტრილიონ ვონს, ანუ დაახლოებით 71.75 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

MoneyToday-ის ინფორმაციით, საკითხს კომპანიის დირექტორთა საბჭო თვის ბოლოს განიხილავს. გეგმა სპეციალური დივიდენდის გადახდასაც ითვალისწინებს, ხოლო მის დასაფინანსებლად Samsung თავისუფალი ფულადი ნაკადის 50%-ის გამოყენებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნა იზრდება, რაც Samsung-ის ფინანსურ შედეგებზეც დადებითად აისახა.

Samsung-ის მთავარი ადგილობრივი კონკურენტი SK Hynix-იც აქციონერებისთვის პროგრამას იწყებს. კომპანიამ 40 ტრილიონი ვონის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების გეგმა გამოაცხადა. Samsung-ს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია

Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
საფონდო2 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე