გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

სასამართლომ Apple-ს $5.7 მილიარდის გადახდა დააკისრა

მარიამ ქადარია28 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
სასამართლომ Apple-ს $5.7 მილიარდის გადახდა დააკისრა

აშშ-ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ Apple-მა კომპანია Taction-ის ორი პატენტი დაარღვია. გადაწყვეტილების მიხედვით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა სან-დიეგოში დაფუძნებულ კომპანიას $5.7 მილიარდზე მეტი უნდა გადაუხადოს.

საქმე iPhone-სა და Apple Watch-ში გამოყენებულ Taptic Engine-ს ეხება. ეს სისტემა მომხმარებელს შეხებაზე ფიზიკური რეაქციით პასუხობს. Taction ამტკიცებდა, რომ Apple ამ ფუნქციის შესაქმნელად მის მიერ დაპატენტებულ ტექნოლოგიას იყენებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ეს არგუმენტი გაიზიარეს და დაადგინეს, რომ Apple-მა Taction-ის პატენტები დაარღვია.

Apple გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კომპანიის განცხადებით, Taptic Engine სრულიად განსხვავებულ ტექნოლოგიას ეყრდნობა და Taction-ის საკუთარი კვლევებიც ამას ადასტურებს. Apple პატენტების ნამდვილობასაც ეჭვქვეშ აყენებს.

Taction-მა სარჩელი 2021 წელს შეიტანა. 2023 წელს ფედერალურმა მოსამართლემ Apple-ის დარღვევა ვერ დაადგინა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. Reuters-ის ცნობით, $5.7-მილიარდიანი თანხა აშშ-ის ისტორიაში პატენტთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სასამართლო გადაწყვეტილებაა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე