გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Saudi Aramco გაზის ბიზნესის გამოყოფას გეგმავს

მარიამ ქადარია23 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Saudi Aramco გაზის ბიზნესის გამოყოფას გეგმავს

Saudi Aramco ბიზნესის რეორგანიზაციას და გაზის მიმართულების შექმნას გეგმავს. კომპანია მომავალში აღნიშნული ბიზნესის ბირჟაზე განთავსებასაც განიხილავს.

ცვლილების შემდეგ Aramco-ში სამი ძირითადი მიმართულება იქნება. ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და გადამუშავებას გაზის ცალკე ბიზნესი დაემატება. თითოეულ მიმართულებას საკუთარი ხელმძღვანელი ეყოლება. ახალი სტრუქტურის ფარგლებში კომპანია საუდის არაბეთში ბუნებრივი აირის პროექტებზე იმუშავებს და სხვა ქვეყნებში თხევადი ბუნებრივი აირის ბიზნესსაც გააფართოებს.

გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია Jafurah-ის საბადო, რომელმაც მუშაობა გასულ წელს დაიწყო. პროექტი ელექტროენერგიის წარმოებაში ნავთობის ნაწილის ბუნებრივი აირით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყანას მეტი ნავთობის ექსპორტის საშუალებას მისცემს.

Aramco დამატებითი თანხის მიღების სხვა გზებსაც განიხილავს. ერთ-ერთი ვარიანტია გაზის ბიზნესის მცირე წილის ბირჟაზე განთავსება. გასულ წელს კომპანიამ Jafurah-ის გაზის გადამუშავების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გარიგებით $11 მილიარდი მიიღო.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე