გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

SEC-მა კრიპტოაქტივების რეგულირების ახალი პროექტი წარადგინა

მარიამ ქადარია19 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
SEC-მა კრიპტოაქტივების რეგულირების ახალი პროექტი წარადგინა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც ბაზარზე მოქმედი წესების გამარტივებასა და მეტი სამართლებრივი სიცხადის შექმნას ისახავს მიზნად. დოკუმენტი 2026 წლის მარტში გამოქვეყნებული განმარტების გაგრძელებაა და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ეხება.

პროექტი ორ გამონაკლისს ითვალისწინებს. პირველი შეეხება კომპანიებს, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში 5 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას მიიღებენ, ხოლო მეორე იმ პროექტებს, რომელთა დაფინანსება წელიწადში 75 მილიონ დოლარს არ აღემატება. ორივე შემთხვევაში კომპანიებს დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოუწევთ, ხოლო 75 მილიონ დოლარამდე შეთავაზებების შემთხვევაში ფინანსური მონაცემების რეგულარულად გამოქვეყნებაც დაევალებათ.

პროექტი ასევე განსაზღვრავს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში კრიპტოაქტივი ფასიანი ქაღალდებისთვის დადგენილ რეგულაციებს აღარ დაექვემდებარება.

SEC-ის თავმჯდომარის, პოლ ატკინსის განცხადებით, ახალი წესების მიზანია კრიპტობაზრისთვის უფრო მკაფიო ჩარჩოს შექმნა, სანამ კონგრესი ამ სფეროს გრძელვადიან რეგულაციას მიიღებს. პროექტის საჯარო განხილვა 60 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც კომისია მიღებულ შენიშვნებს განიხილავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია

Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
საფონდო2 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე