გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

შავი ზღვიდან ექსპორტის შეფერხების გამო ხორბლის ფასი გაიზარდა

მარიამ ქადარია21 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
შავი ზღვიდან ექსპორტის შეფერხების გამო ხორბლის ფასი გაიზარდა

Euronext-ზე ხორბლის ფასი ხუთშაბათს თითქმის ოთხი კვირის მაქსიმუმამდე გაიზარდა. მთავარი მიზეზი შავი და აზოვის ზღვების რეგიონიდან მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებაა, რის გამოც მყიდველები ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.

დეკემბრის ხორბლის კონტრაქტის ფასი 1.8%-ით გაიზარდა და ტონაზე 241 ევრო შეადგინა. დღის განმავლობაში ფასმა 242 ევროსაც მიაღწია, რაც 24 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მოსკოვისა და კიევის მიერ ერთმანეთის საზღვაო მარშრუტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა შავი და აზოვის ზღვების აუზიდან მარცვლეულის გადაზიდვები თითქმის გააჩერა. ხორბალი გაძვირდა ჩიკაგოს ბირჟაზეც, სადაც ფასმა ასევე თითქმის ოთხი კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე