Shein აშშ-ის გამოძიების დასასრულებლად $100 მილიონს გადაიხდის

Shein-მა აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან შეთანხმებას მიაღწია და ის გამოძიების დასასრულებლად 100 მილიონ დოლარს გადაიხდის. საქმე შეკვეთების დაგვიანებასა და მომხმარებლების სხვა საჩივრებს ეხებოდა.
FTC-ის მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე Shein-ზე 12 ათასზე მეტი საჩივარი შევიდა, რომელთა საერთო ღირებულება 11 მილიონ დოლარს აჭარბებდა.
Shein-ს პრობლემები ევროპაშიც აქვს. ევროკავშირში დაბალი ღირებულების ამანათებზე ახალი გადასახადი 1 ნოემბრიდან ამოქმედდება და თითო საბაჟო კოდზე 5 ევრო იქნება. ამის გამო კომპანიამ ფასები გაზარდა და უფრო ძვირი ბრენდების განთავსებაც დაიწყო.
Shein-ის აქციების ფასი სექტემბერში ჰონგ-კონგის ბირჟაზე გასვლის შემდეგ 22%-ით შემცირდა. ევროკავშირი კომპანიის პლატფორმაზე უკანონო პროდუქციის გაყიდვის საკითხსაც იძიებს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.







