გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

Shell LNG-ის გაყიდვების ზრდას ელოდება

მარიამ ქადარია7 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Shell LNG-ის გაყიდვების ზრდას ელოდება

Shell მეორე კვარტალში თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვების უკეთეს მაჩვენებელს ელოდება, თუმცა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება კომპანიის გაზის წარმოებაზე უარყოფითად აისახება.

კომპანიის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში გაზის მიმართულებით წარმოება პირველ კვარტალთან შედარებით შემცირდება. ამის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტია, რომელმაც ყატარიდან მიწოდების მოცულობა შეამცირა. მიუხედავად ამისა, Shell-მა LNG-ის გაყიდვების პროგნოზი ოდნავ გაზარდა და ახლა 7.4-7.8 მილიონ ტონას ელოდება.

კომპანია გაზის ვაჭრობის მიმართულებით უკეთეს შედეგს ელოდება. გაუმჯობესებულია ნავთობპროდუქტებისა და ქიმიური პროდუქტების მიმართულებაც. ნავთობის გადამუშავებიდან მიღებული მარჟა ბარელზე 20 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ქიმიური პროდუქტების მარჟა ტონაზე 240 დოლარს აღწევს, თუმცა Shell განმარტავს, რომ ბაზარზე ფასების მერყეობის გამო საბოლოო მოგება შესაძლოა პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდეს.

ფინანსური კუთხით, Shell მეორე კვარტალში 1-დან 6 მილიარდ დოლარამდე გაუმჯობესებას ელოდება. საბოლოო შედეგებს Shell 30 ივლისს გამოაქვეყნებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე