გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Siemens Energy საკუთარი აქციების შესაძენად €9 მილიარდს დახარჯავს

მარიამ ქადარია12 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
 Siemens Energy საკუთარი აქციების შესაძენად €9 მილიარდს დახარჯავს

Siemens Energy 2030 წლამდე 9 მილიარდ ევრომდე ღირებულების საკუთარ აქციებს გამოისყიდის, რაც აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეგმაა მის ისტორიაში.

კომპანია მომდევნო წელს მოგების ზრდასაც ელოდება. Siemens Energy-ის პროგნოზით, 2027 წელს მოგების მარჟა 14-16%-ს მიაღწევს, მაშინ როცა 2026 წელს ეს მაჩვენებელი 12.4% იყო.

ზრდას ხელს უწყობს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება, განსაკუთრებით მონაცემთა ცენტრების მშენებლობის გამო. კომპანიის შეკვეთების საერთო ღირებულება რეკორდულ 164 მილიარდ ევროს აღწევს. აქედან დაახლოებით 15 მილიარდი ევრო მონაცემთა ცენტრებთან დაკავშირებულ პროექტებზე მოდის.

Siemens Energy აქციონერებისთვის დივიდენდის გაზრდასაც გეგმავს. თითო აქციაზე თანხა 0.70 ევროდან 2.30 ევრომდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ Siemens-ის ქარის ენერგეტიკის ბიზნესმა, Siemens Gamesa-მ, მრავალწლიანი ზარალის შემდეგ ფინანსური მდგომარეობაც გააუმჯობესა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე