გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

სმარტფონების მსოფლიო ბაზარი თავის ისტორიაში ყველაზე სუსტი წლისთვის ემზადება

მარიამ ქადარია28 მაისი, 20262 წთ კითხვა
 სმარტფონების მსოფლიო ბაზარი თავის ისტორიაში ყველაზე სუსტი წლისთვის ემზადება

სმარტფონების გლობალური ბაზარი თავის ისტორიაში ყველაზე სუსტი წლისთვის ემზადება, რისი მთავარი მიზეზიც ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული მეხსიერების ჩიპების უპრეცედენტო დეფიციტია. International Data Corporation-ის (IDC) უახლესი ანალიზის მიხედვით, 2026 წელს სმარტფონების მიწოდება 13.9%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ეს პროგნოზი 12.9%-ს შეადგენდა, თუმცა ვითარება დამძიმდა და ახლა ეს ბაზრის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნა იქნება.

მეხსიერების ჩიპების გლობალურმა კრიზისმა ინდუსტრიაში ხარჯების სერიოზული ზრდა გამოიწვია, რის გამოც მწარმოებლები იძულებულნი არიან გაზარდონ ფასები ან საერთოდ უარი თქვან გარკვეული კონფიგურაციის მოდელების გამოშვებაზე. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომი, რომელმაც ლოგისტიკური და გადაზიდვის ხარჯები გაზარდა. IDC-ის დირექტორის, ნაბილა პოპალის განცხადებით, ეს ზეწოლა აიძულებს კომპანიებს შეამცირონ მიწოდება და ფოკუსირება ძვირადღირებულ სეგმენტზე მოახდინონ. შედეგად, სმარტფონის საშუალო ფასი სარეკორდო ნიშნულამდე, 550 დოლარამდე გაიზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 100 დოლარით მეტია.

კრიზისმა ყველაზე დიდი დარტყმა Android-ის ბაზარს მიაყენა, სადაც მიწოდების 20%-იანი წლიური ვარდნა ფიქსირდება. თუმცა, Samsung-ი პრემიუმ და საშუალო კლასის სერიების ხარჯზე, მცირე კომპანიების პოზიციების დაკავებას და წილის გაზრდას მაინც ახერხებს. რაც შეეხება Apple-ს, კომპანია შედარებით უკეთეს ვითარებაშია: მოსალოდნელი 8.1%-იანი კლების ნაცვლად, მაჩვენებელი მხოლოდ 5.2%-მდე დაეცა. მეტიც, გარდა ამისა, Apple-ის iPhone-იდან მიღებული შემოსავალი 20%-ით გაიზარდა, რაც iPhone 17-ის ხაზმა და ჩინეთის ბაზარმა განაპირობა. თუმცა, კომპანიის დირექტორმა, ტიმ კუკმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ჩიპებისა და პროცესორების დეფიციტი სამომავლოდ Apple-ის მოგების მარჟაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს
ანალიზი9 ოქტ. 20262 წთ კითხვა

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ადამ გლაპინსკის სახელმწიფო ტრიბუნალისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. მას 2020–2021 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის შესაძლო უკანონო დაფინანსებასა და ცენტრალური ბანკის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ, თუმცა გლაპინსკი ბრალდებებს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება პოლონეთის სეიმმა უნდა მიიღოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა
საფონდო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა

ევროპის საფონდო ბაზრებმა პარასკევს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ საბანკო სექტორი გააძლიერა, თუმცა SpaceX-ის გარიგების შესახებ ცნობებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ
მაკრო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ჩინეთმა ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო ბრიუსელი ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ცდილობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე