გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Snowflake-ის აქციები 36%-ით გაიზარდა — კომპანია AWS-თან $6 მილიარდიან შეთანხმებას აფორმებს

ნუცა ტყეშელაშვილი28 მაისი, 20262 წთ კითხვა
Snowflake-ის აქციები 36%-ით გაიზარდა — კომპანია AWS-თან $6 მილიარდიან შეთანხმებას აფორმებს

ქლაუდ და მონაცემთა ანალიტიკის კომპანიამ ძლიერი ფინანსური შედეგებისა და Amazon Web Services (AWS)-თან გაფორმებული $6 მილიარდიანი AI ინფრასტრუქტურის შეთანხმების შემდეგ წინასაბაზრო ვაჭრობაში 36%-იანი ზრდა აჩვენა.

თუ ეს ზრდა შენარჩუნდება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას $20 მილიარდზე მეტი დაემატება.

Snowflake-მა წლიური პროდუქტის შემოსავლის პროგნოზიც გააუმჯობესა, რამაც ინვესტორების განწყობა მნიშვნელოვნად შეცვალა. მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციები წლის დასაწყისიდან ჯერ კიდევ დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე დიდი სკეპტიციზმი არსებობდა იმის გამო, რომ AI ტექნოლოგიები ტრადიციულ პროგრამულ ბიზნესს შეცვლიდა, თუმცა Snowflake-მა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე რეალურად ზრდის კომპანიის შემოსავლებს.

კომპანია აქტიურად ავითარებს AI პროდუქტებს, მათ შორის Cortex Code-სა და Snowpark-ს, რომლებიც კომპანიებს გენერაციული AI აპლიკაციების შექმნასა და machine learning მოდელების გამოყენებაში ეხმარება.

AWS-თან პარტნიორობა Snowflake-ს საშუალებას მისცემს გააძლიეროს AI ინფრასტრუქტურა, გააფართოოს ინტეგრაციები და კლიენტებს AI პროექტების მასშტაბირებაში დაეხმაროს.

შედეგების შემდეგ მინიმუმ 22 საინვესტიციო ბანკმა და კვლევითმა კომპანიამ Snowflake-ის სამიზნე ფასები გაზარდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანია პოზიციებს აძლიერებს კონკურენტებთან, მათ შორის Databricks და Google BigQuery-თან ბრძოლაში.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Fed-ის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა დეკემბერში განაკვეთის გაზრდა იყოს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დისკუსია უკვე არა დამატებითი გამკაცრების აუცილებლობას, არამედ მისი ტემპისა და მასშტაბის განსაზღვრას ეხება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპები მიიჩნევენ, რომ ჰუანგის დაბრუნება კომპანიის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას შეამცირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე