გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

SoFi-მ AI სტარტაპი Composer შეიძინა საცალო ინვესტორებისთვის სავაჭრო ინსტრუმენტების გასაუმჯობესებლად

ნუცა ტყეშელაშვილი23 ივნისი, 20262 წთ კითხვა

ფინანსურმა კომპანიამ SoFi Technologies სამშაბათს განაცხადა, რომ შეიძინა AI სტარტაპი Composer, რომელიც საცალო ინვესტორებს რთული სავაჭრო სტრატეგიების შექმნასა და ავტომატიზაციაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოს გარეშე ვაჭრობამ აქციების ყიდვა-გაყიდვა მნიშვნელოვნად გაამარტივა, პროფესიონალური ალგორითმული და სისტემური ინვესტირების ინსტრუმენტები დღემდე ძირითადად ჰეჯ-ფონდებისა და ინსტიტუციური მოთამაშეების ხელში იყო. SoFi მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ ბარიერს შეამცირებს და რიგით ინვესტორებსაც მისცემს შესაძლებლობას, შექმნან და გამოცადონ კომპლექსური საინვესტიციო სტრატეგიები პროგრამირების ცოდნის გარეშე.

SoFi-ის აღმასრულებელი დირექტორის, Anthony Noto განცხადებით, მომხმარებლებს შეეძლებათ საინვესტიციო იდეების უბრალო ტექსტით აღწერა, რის შემდეგაც სისტემა სტრატეგიის შექმნას, ტესტირებასა და ავტომატიზაციას უზრუნველყოფს.

კომპანიის ცნობით, Composer-ის შეძენის შემდეგ მომხმარებლები ასევე მიიღებენ წვდომას ათასობით საზოგადოებრივად შექმნილ სავაჭრო სტრატეგიაზე და მათი ავტომატურად შესრულების შესაძლებლობაზე ერთიანი პლატფორმიდან. გარიგების ფინანსური დეტალები არ გამჟღავნებულა.

SoFi-ის წევრთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 35%-ით გაიზარდა და რეკორდულ 14.7 მილიონს მიაღწია, ხოლო კორექტირებულმა შემოსავალმა 41%-ით მოიმატა და 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

საცალო ინვესტორების მომსახურების სფეროში კონკურენცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გამძაფრდა. გასულ თვეში Robinhood Markets-მაც განაცხადა, რომ მომხმარებლებს AI აგენტების გამოყენებით აქციებით ვაჭრობის შესაძლებლობას შესთავაზებს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე