გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SoftBank-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა - AI ინვესტიციებისა და IPO-ების მოლოდინი ინტერესს ზრდის

ნუცა ტყეშელაშვილი22 მაისი, 20265 წთ კითხვა
SoftBank-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა - AI ინვესტიციებისა და IPO-ების მოლოდინი ინტერესს ზრდის

იაპონური საინვესტიციო გიგანტის SoftBank Group აქციები პარასკევს კიდევ ერთხელ მკვეთრად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.

კომპანიის აქციები 14%-მდე გამყარდა და 6,881 იენს მიაღწია, რაც თითქმის უტოლდება გასულ წელს დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს, 6,923.8 იენს.

ზრდას ხელს უწყობს ინვესტორების მზარდი ენთუზიაზმი ხელოვნური ინტელექტის სექტორის მიმართ, განსაკუთრებით OpenAI-ის შესაძლო IPO-ს მოლოდინი. SoftBank ასევე გეგმავს საკუთარი ენერგეტიკული და მონაცემთა ცენტრების ბიზნესის, SB Energy-ის, ბირჟაზე გაყვანას.

ბოლო დღეებში კომპანიის აქციები თითქმის 20%-ით გაიზარდა, რასაც AI სექტორში პოზიტიური განწყობა და NVIDIA Corporation-ის ძლიერი ფინანსური შედეგებიც დაეხმარა.

ინვესტორების ყურადღების ცენტრშია ასევე Arm Holdings, ჩიპების დიზაინის კომპანია, რომელიც SoftBank-ს ეკუთვნის და რომელსაც ანალიტიკოსები AI ინფრასტრუქტურის ზრდის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად მიიჩნევენ.

SoftBank-მა მიმდინარე თვეში რეკორდული წლიური მოგებაც გამოაცხადა, რაც ძირითადად OpenAI-ში განხორციელებულმა ინვესტიციამ განაპირობა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

SEC-მა ბიტკოინსა და ეთერიუმზე მიბმული ახალი საბირჟო პროდუქტები დაამტკიცა
კრიპტო5 ოქტ. 20261 წთ კითხვა

SEC-მა ბიტკოინსა და ეთერიუმზე მიბმული ახალი საბირჟო პროდუქტები დაამტკიცა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ექვსი ახალი საბირჟო პროდუქტის გამოშვება დაამტკიცა. მათგან ორი ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასის ცვლილებას იქნება დაკავშირებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის კოორდინირებისთვის ახალი ჯგუფი შექმნა
AI ტექნოლოგია5 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის კოორდინირებისთვის ახალი ჯგუფი შექმნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პოლიტიკის კოორდინირება ახალ სამთავრობო ჯგუფს დაავალა. ჯგუფს, რომელსაც ადმინისტრაციამ „Super Intelligence Force“ უწოდა, ჯეი კლეიტონი უხელმძღვანელებს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ ნოემბერში ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის
მაკრო5 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ ნოემბერში ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის

OPEC+-ის შვიდმა წევრმა ნოემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება საუდის არაბეთმა, რუსეთმა, ერაყმა, ქუვეითმა, ალჟირმა, ყაზახეთმა და ომანმა ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე