გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

SoftBank-ის ინვესტიცია საფრანგეთში 75 მილიარდ ევრომდე იზრდება

მარიამ ქადარია1 ივნისი, 20262 წთ კითხვა
SoftBank-ის ინვესტიცია საფრანგეთში 75 მილიარდ ევრომდე იზრდება

ევროპის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იწყება. კორპორაცია SoftBank Group-ი საფრანგეთში, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობისა და მართვისთვის, 75 მილიარდ ევრომდე ინვესტირებას გეგმავს, რაც ჯამში 5 გიგავატი მოცულობის სიმძლავრეს უზრუნველყოფს. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივის ნაწილია და პირველ ეტაპზე 45 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რათა 2031 წლამდე ო-დე-ფრანსის რეგიონში 3.1 გიგავატი სიმძლავრის ინფრასტრუქტურა განვითარდეს. პროექტის საწყისი ფაზა მოიცავს ობიექტებს დიუნკერკში, ბოსკელსა და ბუშენში, რაც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების, ქლაუდ-პროვაიდერებისა და კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან მაღალი წარმადობის გამოთვლით სიმძლავრეებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, SoftBank-ი Schneider Electric-თან ერთად დიუნკერკის პორტში საწარმოო სივრცეს შექმნის, სადაც მონაცემთა ცენტრისთვის საჭირო ნაწილები დამზადდება. ეს პროექტი ევროპას ამ ტიპის ტექნიკის ადგილობრივად წარმოებაში დაეხმარება. აღნიშნული ინვესტიცია ათასობით კვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის და საფრანგეთის უნივერსიტეტებთან კვლევითი და განვითარების მიმართულებით პარტნიორობას შეუწყობს ხელს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე