გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SpaceX-ის აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა

მარიამ ქადარია25 ივნისი, 20261 წთ კითხვა
SpaceX-ის აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა

SpaceX-ის ბირჟაზე გამოსვლამ რიგითი ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანიის აქციები Nasdaq-ზე SPCX სიმბოლოთი განთავსდა და პირველივე დღეს საწყის ფასზე მაღლა დაიხურა.

საინვესტიციო პლატფორმა moomoo-ს მონაცემებით, კომპანიის აქციებთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით (SPCX) სავაჭრო აქტივობის პირველსავე დღეს პლატფორმის აქტიური მომხმარებლების 52%-მა ივაჭრა. საგულისხმოა, რომ შეკვეთების რაოდენობით SpaceX-მა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ Micron Technology-ს თითქმის რვაჯერ (7.7-ჯერ) გადაასწრო.

ვაჭრობის პარალელურად, ინვესტორები პლატფორმის ტექნოლოგიურ რესურსებსაც აქტიურად იყენებდნენ. კერძოდ, მომხმარებელთა 27.5%-მა კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესასწავლად ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს მიმართა.

moomoo-ს გენერალური დირექტორის, ნილ მაკდონალდის განმარტებით, ეს ციფრები რიგითი ინვესტორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიუთითებს. ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ კვლევისა და მონაცემთა ანალიზის იმ თანამედროვე ხელსაწყოებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო ფონდებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე