გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SpaceX-ის საბაზრო ღირებულება 1.77 ტრილიონ დოლარამდე იზრდება

მარიამ ქადარია12 ივნისი, 20261 წთ კითხვა
SpaceX-ის საბაზრო ღირებულება 1.77 ტრილიონ დოლარამდე იზრდება

SpaceX-ის ისტორიული IPO შესაძლოა კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული აღმოჩნდეს. კომპანია აქციების საჯარო განთავსებისას 1.77 ტრილიონი დოლარის შეფასებას და 75 მილიარდი დოლარის კაპიტალის მოზიდვას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ SpaceX კოსმოსური ფრენებისა და გლობალური ინტერნეტის (Starlink) სფეროში დომინანტ პოზიციას იკავებს, ექსპერტთა ნაწილი ამ ფასს გადაჭარბებულად მიიჩნევს. მაგალითად, Morningstar-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიის რეალური საწყისი ღირებულება 780 მილიარდი დოლარია, რაც ილონ მასკის სამიზნე მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია.

SpaceX-ის სამომავლო სტრატეგიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხელოვნური ინტელექტი (AI) ხდება. კომპანიის გეგმების მიხედვით, AI მიმართულებით გაწეული ხარჯები მკვეთრად იზრდება: 2026 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში ამ სფეროში 7.7 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. პროგნოზების თანახმად, 2031 წლისთვის კომპანიის ჯამური კაპიტალური ხარჯები 732 მილიარდ დოლარს მიაღწევს, საიდანაც 666 მილიარდი დოლარი უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტზე იქნება ორიენტირებული.

ილონ მასკის მიზანია, SpaceX 2031 წლისთვის მსოფლიოს უმსხვილეს AI ტექნოლოგიურ კომპანიად იქცეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციური ბაზარი 26.5 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, 2031 წლისთვის SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ შესაძლოა 17 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს. თუმცა, ასეთი მასშტაბური პროგნოზების რეალობად ქცევა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა კომპანია საჭირო ფინანსური რესურსების მოპოვებას და ამბიციური ხარჯვითი გეგმის სრულად შესრულებას.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Meta AI ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად $35 მილიარდს იზიდავს — 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს
AI ტექნოლოგია26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Meta AI ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად $35 მილიარდს იზიდავს — 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

Meta AI ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად დაახლოებით $35 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, ხოლო 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის ხმის უფლების არმქონე აქციების შეთავაზებას განიხილავს. მიუხედავად ძლიერი საოპერაციო ფულადი ნაკადისა, მზარდი კაპიტალური დანახარჯები კომპანიას დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებისკენ უბიძგებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SpaceX-მა AI ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა
AI ტექნოლოგია26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

SpaceX-მა AI ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა

SpaceX-მა, ილონ მასკის განცხადებით, GPU-ების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა. გარიგება AI-ინფრასტრუქტურის შექმნის მზარდ ხარჯებს აჩვენებს, მაშინ როდესაც ბაზარზე იზრდება შეშფოთება ნეოქლაუდ-კომპანიების ვალისა და მათი ბიზნესმოდელის მდგრადობის შესახებ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა
საფონდო26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა

აშშ-ში კორპორაციული ანგარიშების სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვირა იწყება. ინვესტორების ყურადღება Microsoft-ის, Alphabet-ისა და Amazon-ის შედეგებზეა მიმართული, რადგან მათი AI-ინფრასტრუქტურისთვის გაწეული ხარჯები სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს ინვესტიციების უკუგებისა და მზარდი ვალის შესახებ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე