გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SpaceX-ის საბაზრო ღირებულება რეკორდულ ნიშნულს აღწევს: რას უნდა ველოდოთ IPO-სგან?

მარიამ ქადარია10 ივნისი, 20262 წთ კითხვა
SpaceX-ის საბაზრო ღირებულება რეკორდულ ნიშნულს აღწევს: რას უნდა ველოდოთ IPO-სგან?

ილონ მასკის კომპანია, SpaceX-ი, საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანიის მიზანია, საბაზრო ღირებულება 1.77 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს, რაც მას ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს საჯარო კომპანიად აქცევს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გამოცდის ე.წ. „მასკის პრემიუმს“ - ინვესტორების მზაობას, გადაიხადონ გაცილებით მეტი იმ კომპანიის აქციებში, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს.

მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, ექსპერტთა ნაწილი სიფრთხილეს იჩენს. SpaceX-ის ფინანსური მაჩვენებლები საკმაოდ რისკიანია: 2025 წელს კომპანიამ თითქმის 5 მილიარდი დოლარის წმინდა ზარალი ნახა. გარდა ამისა, მისი მოთხოვნილი ფასი დაახლოებით 95-ჯერ აღემატება წლიურ გაყიდვებს, რაც Tesla-ს მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. Morningstar-ის ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის რეალური ღირებულება 780 მილიარდი დოლარია, რაც მასკის მიერ დაწესებულ ფასზე ორჯერ ნაკლებია. კითხვებს აჩენს ასევე ისეთი ახალი და ჯერჯერობით დაუდასტურებელი პროექტები, როგორიცაა კოსმოსური მონაცემთა ცენტრები და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Grok-ი, რომელიც კონკურენტებთან შედარებით ჯერ კიდევ ჩამორჩება.

ამავდროულად, ინვესტორები სულ უფრო ხშირად საუბრობენ Tesla-სა და SpaceX-ის შესაძლო სამომავლო გაერთიანებაზე. ბევრი მიიჩნევს, რომ Tesla-ს წარმოების სიმძლავრეები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს კოსმოსური მისიებისთვის. საინტერესოა, რომ SpaceX-ის გეგმების გასაჯაროების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Meta AI ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად $35 მილიარდს იზიდავს — 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს
AI ტექნოლოგია26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Meta AI ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად $35 მილიარდს იზიდავს — 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

Meta AI ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად დაახლოებით $35 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, ხოლო 2027 წელს დამატებით $60 მილიარდის ხმის უფლების არმქონე აქციების შეთავაზებას განიხილავს. მიუხედავად ძლიერი საოპერაციო ფულადი ნაკადისა, მზარდი კაპიტალური დანახარჯები კომპანიას დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებისკენ უბიძგებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SpaceX-მა AI ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა
AI ტექნოლოგია26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

SpaceX-მა AI ჩიპების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა

SpaceX-მა, ილონ მასკის განცხადებით, GPU-ების შესაძენად $40 მილიარდის ოდენობის ვალის დაფინანსება დახურა. გარიგება AI-ინფრასტრუქტურის შექმნის მზარდ ხარჯებს აჩვენებს, მაშინ როდესაც ბაზარზე იზრდება შეშფოთება ნეოქლაუდ-კომპანიების ვალისა და მათი ბიზნესმოდელის მდგრადობის შესახებ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა
საფონდო26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა

აშშ-ში კორპორაციული ანგარიშების სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვირა იწყება. ინვესტორების ყურადღება Microsoft-ის, Alphabet-ისა და Amazon-ის შედეგებზეა მიმართული, რადგან მათი AI-ინფრასტრუქტურისთვის გაწეული ხარჯები სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს ინვესტიციების უკუგებისა და მზარდი ვალის შესახებ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე