გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

SpaceX ლუიზიანაში $100-მილიარდიან Starship-ის კომპლექსს ააშენებს

მარიამ ქადარია26 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
SpaceX ლუიზიანაში $100-მილიარდიან Starship-ის კომპლექსს ააშენებს

SpaceX აშშ-ის შტატ ლუიზიანაში Starship-ის რაკეტებისთვის ახალ კოსმოსურ კომპლექსს ააშენებს. პროექტის ღირებულება 100 მილიარდ დოლარს შეადგენს და კომპანია იქიდან მომავალში წელიწადში ათასობით Starship-ის გაშვებას გეგმავს.

ახალი კომპლექსი Pecan Island-ზე, დაახლოებით 50 ათას ჰექტარზე განთავსდება და მას Starbase, Louisiana ეწოდება. მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, პირველი Starship-ის გაშვება კი 2029 წლისთვის იგეგმება.

SpaceX-ის პრეზიდენტის, გვინ შოტველის განცხადებით, კომპლექსს საკუთარი საწვავის წარმოებისა და ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა ექნება.

ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა რაკეტების მომსახურებისთვის საჭირო ობიექტები და ღრმაწყლოვანი პორტი. კომპანია აეროპორტის მშენებლობასაც განიხილავს.

SpaceX-ის ინფორმაციით, პროექტი რეგიონში 3,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ლუიზიანის გუბერნატორი ჯეფ ლენდრი პროექტს შტატისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობად მიიჩნევს.

კომპანიის გეგმებს მოსახლეობის ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა. მათ გარემოზე შესაძლო გავლენა, წყლის დაბინძურება და მიმდებარე მიწებზე ზეწოლა აწუხებთ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Fed-ის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა დეკემბერში განაკვეთის გაზრდა იყოს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დისკუსია უკვე არა დამატებითი გამკაცრების აუცილებლობას, არამედ მისი ტემპისა და მასშტაბის განსაზღვრას ეხება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპები მიიჩნევენ, რომ ჰუანგის დაბრუნება კომპანიის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას შეამცირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე