გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Traders’ Hub და Benefit - პარტნიორობა, რომელიც ფინანსურ განათლებასა და პრემიუმ გამოცდილებას აერთიანებს

ნუცა ტყეშელაშვილი28 მაისი, 20265 წთ კითხვა
Traders’ Hub და Benefit - პარტნიორობა, რომელიც ფინანსურ განათლებასა და პრემიუმ გამოცდილებას აერთიანებს

ფინანსური განათლება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს. სწორედ ამ საერთო ღირებულებების გარშემო იწყება ახალი თანამშრომლობა ტრეიდერების ჰაბსა და Benefit-ს შორის - პარტნიორობა, რომელიც ცოდნას, განვითარებასა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს აერთიანებს.

Benefit წარმოადგენს პრემიუმ ბიზნეს და lifestyle მედია პლატფორმას, რომელიც Bene Exclusive ecosystem-ის ნაწილია და აერთიანებს როგორც ბეჭდურ და ციფრულ მედიას, ასევე მაღალი დონის ბიზნეს ღონისძიებებსა და ვიდეოკონტენტს. პლატფორმის აუდიტორია მოიცავს ბიზნეს ლიდერებს, ინვესტორებს, საერთაშორისო სტუმრებს და ადამიანებს, რომლებიც აფასებენ ხარისხს, ინოვაციასა და თანამედროვე ბიზნეს კულტურას.

ტრეიდერების ჰაბისთვის ეს თანამშრომლობა წარმოადგენს შესაძლებლობას, ფინანსური ბაზრების პროფესიული ცოდნა დაუკავშიროს აუდიტორიას, რომელიც აფასებს პროგრესს, გააზრებულ არჩევანსა და ხარისხიან გამოცდილებას. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო ინიციატივა, რომლებიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო მიმართულებას, ასევე სპეციალურ შეთავაზებებსა და ექსკლუზიურ აქტივობებს.

Benefit-ის პლატფორმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესის, ინოვაციების და პასუხისმგებლიანი ლიდერობის თემებს. მათი ღონისძიებების სერია, BENEFIT TALKS, აერთიანებს ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და მეწარმეებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს უზიარებენ საზოგადოებას.

სწორედ ამ გარემოში ტრეიდერების ჰაბის ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ფინანსური განათლება უფრო ფართო და მაღალი ინტერესის მქონე აუდიტორიამდე მიიტანოს.

ეს პარტნიორობა მხოლოდ თანამშრომლობა არ არის, ეს არის საერთო ხედვა, რომელიც აერთიანებს განათლებას, თანამედროვე ბიზნეს გარემოსა და ადამიანებს, რომლებიც მუდმივ განვითარებას ირჩევენ.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს
ანალიზი9 ოქტ. 20262 წთ კითხვა

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ადამ გლაპინსკის სახელმწიფო ტრიბუნალისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. მას 2020–2021 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის შესაძლო უკანონო დაფინანსებასა და ცენტრალური ბანკის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ, თუმცა გლაპინსკი ბრალდებებს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება პოლონეთის სეიმმა უნდა მიიღოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა
საფონდო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა

ევროპის საფონდო ბაზრებმა პარასკევს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ საბანკო სექტორი გააძლიერა, თუმცა SpaceX-ის გარიგების შესახებ ცნობებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ
მაკრო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ჩინეთმა ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო ბრიუსელი ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ცდილობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე