გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

ტრამპის კრიპტო შემოსავალმა 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

მარიამ ქადარია2 ივლისი, 20262 წთ კითხვა
ტრამპის კრიპტო შემოსავალმა 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფინანსურ დეკლარაციაში მისი კრიპტო აქტივები და ციფრული ვალუტებიდან მიღებული შემოსავლები ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ მიმართულებად ფიქსირდება.

აშშ-ის სამთავრობო ეთიკის ოფისმა ტრამპის ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს პრეზიდენტის შემოსავალმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესებიდან 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თითქმის 900-გვერდიან დეკლარაციაში აღწერილია ტრამპის სხვადასხვა ბიზნესინტერესი, მათ შორის ციფრული აქტივები, რომლებიც მისი შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ წყაროდ იქცა.

დეკლარაციის თანახმად, ტრამპმა 635 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო TRUMP მემკოინთან დაკავშირებული სალიცენზიო შეთანხმებიდან. მონეტა Solana-ს ქსელში 2025 წლის იანვარში გაეშვა. გაშვების შემდეგ მისი საბაზრო ღირებულება სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით ფასი მკვეთრად დაეცა.

ტრამპმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო World Liberty Financial-იდანაც. ეს არის დეცენტრალიზებული ფინანსებისა და სტეიბლკოინების პლატფორმა, რომელიც ტრამპის ოჯახთან არის დაკავშირებული. დეკლარაციის მიხედვით, ამ პროექტიდან მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გადააჭარბა.

პრეზიდენტის კრიპტო აქტივებს შორის ასევე ფიქსირდება ბიტკოინი და ეთერიუმი. დეკლარაციაში ბიტკოინის ღირებულება 50 მილიონ დოლარზე მეტით არის შეფასებული, ეთერიუმის მოცულობა კი 5-დან 25 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

ტრამპის კრიპტო საქმიანობა ამერიკელ კანონმდებლებს შორის დავის საგანია. დემოკრატების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის კრიპტო ბიზნესები ინტერესთა კონფლიქტის რისკს ქმნის. ამ ფონზე კონგრესში განიხილება ინიციატივები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირებისთვის კრიპტო ბიზნესთან დაკავშირებულ ეთიკურ შეზღუდვებს გაამკაცრებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Mattel-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა
საფონდო30 სექ. 20265 წთ კითხვა

Mattel-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა

Mattel-მა ოთხშაბათს კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დირექტორთა საბჭოს წევრი როჯერ ლინჩი დანიშნა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
მაკრო30 სექ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

აშშ-ში მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელი სექტემბერში 81.9 პუნქტამდე დაეცა, რაც 2014 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. Conference Board-ის ინდექსი ერთ თვეში 6.7 პუნქტით შემცირდა, მაშინ როცა ეკონომისტები 89.2 პუნქტს ელოდნენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Oura-მ $2.2-მილიარდიანი IPO გადადო
საფონდო30 სექ. 20261 წთ კითხვა

Oura-მ $2.2-მილიარდიანი IPO გადადო

ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელმა Oura-მ ბირჟაზე გასვლა გადადო. Oura IPO-ს ფარგლებში 50 მილიონი აქციის შეთავაზებას და მაქსიმუმ 2.2 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავდა. აქედან მხოლოდ 13.5 მილიონი იქნებოდა კომპანიის მიერ ახლად გამოშვებული აქცია, დანარჩენი 36.5 მილიონი კი უკვე არსებულ აქციონერებს ეკუთვნოდათ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე