გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Trump Media-მ ტრეიდერებისთვის Truth Social-ის ახალი სერვისი აამოქმედა

მარიამ ქადარია13 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Trump Media-მ ტრეიდერებისთვის Truth Social-ის ახალი სერვისი აამოქმედა

Trump Media & Technology Group-მა Truth API აამოქმედა, რომელიც ტრეიდერებს დონალდ ტრამპისა და Truth Social-ის სხვა პოპულარულ ანგარიშებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თითქმის მყისიერად მიღების საშუალებას აძლევს. მომსახურების ღირებულება თვეში 60 000-დან 100 000 დოლარამდეა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კევინ მაკგერნის განცხადებით, სერვისს უკვე ათზე მეტი კლიენტი ჰყავს. ტრამპი Truth Social-ს ხშირად იყენებს ტარიფებთან, საგარეო პოლიტიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული განცხადებებისთვის, რასაც ფინანსურ ბაზრებზე სწრაფი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს.

ახალ სერვისს კრიტიკაც ახლდა თან. The Intercept-მა და Freedom of the Press Foundation-მა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, პრობლემურია, რომ პრეზიდენტის განცხადებების უფრო სწრაფად მიღება ფასიანი სერვისის საშუალებით არის შესაძლებელი. Trump Media ბრალდებებს უარყოფს და ხაზს უსვამს, რომ საუბარია მხოლოდ საჯაროდ გამოქვეყნებულ მასალაზე.

კონგრესში უკვე დაიწყო საკითხის განხილვა. სენატორმა მარკ უორნერმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირების მნიშვნელოვანი განცხადებების სხვებზე ადრე, ფასიანად მიწოდებას აკრძალავდა.

Truth API Trump Media-სთვის შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა. მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 1.67 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ზარალმა 238 მილიონ დოლარს მიაღწია.

საკითხს ინტერესთა კონფლიქტის კუთხითაც აფასებენ, რადგან დონალდ ტრამპი Trump Media-ს აქციების 41%-ს ფლობს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე