გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ციფრული ფინანსების 4 აქცია, რომლებსაც ანალიტიკოსები აკვირდებიან

მარიამ ქადარია7 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ციფრული ფინანსების 4 აქცია, რომლებსაც ანალიტიკოსები აკვირდებიან

ციფრული ფინანსების სექტორი ინვესტორებისთვის კვლავ ერთ-ერთ აქტიურ მიმართულებად რჩება. William Blair-ის ანალიტიკოსები ამ ბაზარზე ოთხ კომპანიას გამოყოფენ: Affirm-ს, Chime-ს, Block-სა და Dave-ს.

Affirm „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სერვისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა. ცოტა ხნის წინ მან კანადის საპენსიო ფონდთან 2.2 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა. ამასთან, Affirm-ის გადახდის სისტემა Bed Bath & Beyond-ის ბრენდებშიც დაემატა, რაც კომპანიისთვის მომხმარებლებთან წვდომის გაფართოებას ნიშნავს.

William Blair-ის ყურადღების ცენტრშია Chime-იც. ციფრული ბანკი განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებზეა ორიენტირებული და მათ ყოველდღიური საბანკო სერვისების მიღებას ტრადიციული საკომისიოების გარეშე სთავაზობს. Chime-ის ერთ-ერთი პოპულარული ფუნქცია ხელფასის წინასწარ მიღების შესაძლებლობაა, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით მოქნილობას ქმნის.

Block-ის შემთხვევაში ანალიტიკოსები Cash App-ის განვითარებას უსვამენ ხაზს. აპლიკაცია მომხმარებლებს გადახდების, ინვესტირებისა და საბანკო სერვისების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას აძლევს. Block-ის კიდევ ერთმა პლატფორმამ, Square-მა, Sherwin-Williams-თან პარტნიორობა დაიწყო და გაყიდვების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებიც დაამატა.

მეოთხე კომპანია Dave-ია, რომელიც მომხმარებლებს ფინანსურ აპლიკაციას სთავაზობს. პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი 47%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ რამდენიმე ანალიტიკურმა ფირმამ Dave-ის აქციებზე პროგნოზი გააუმჯობესა. William Blair-ის შეფასებით, კომპანიას ზრდის კარგი შანსი აქვს და ეს მის აქციების ფასზე ჯერ ბოლომდე ასახული არ არის.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე