გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

თუ ინფლაცია არ შენელდება, Fed განაკვეთის გაზრდას განიხილავს

მარიამ ქადარია26 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
თუ ინფლაცია არ შენელდება, Fed განაკვეთის გაზრდას განიხილავს

თუ ინფლაცია უახლოეს პერიოდში არ შენელდება, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს. ამის შესახებ ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა სიუზან კოლინსმა განაცხადა.

კოლინსის თქმით, ამჟამინდელი საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობს, თუმცა ფასების ზრდის ტემპი კვლავ მაღალია. თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, მისი შეფასებით, Fed-მა მონეტარული პოლიტიკა მალე უნდა გაამკაცროს.

ეკონომისტების პროგნოზით, ივლისში საბაზო PCE ინდექსი, რომელიც სურსათისა და ენერგიის ფასებს არ ითვალისწინებს, წლიურად 3.3%-ით გაიზარდა. ივნისშიც იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა. Fed-ის სამიზნე ინფლაცია 2%-ია.

აშშ-ში საბაზო ინფლაცია გასული წლიდან თანდათან მატულობს. Fed-ში ამას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის იმპორტზე გაზრდილ ტარიფებს, ირანთან ომის გამო ნავთობის გაძვირებას და ხელოვნურ ინტელექტში მსხვილ ინვესტიციებს.

Fed-ის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ამჟამად 3.5%-3.75%-ის ფარგლებშია. ცენტრალურ ბანკს განაკვეთი დეკემბრის შემდეგ აღარ შეუცვლია და შემდგომ გადაწყვეტილებას ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით მიიღებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს
ანალიზი9 ოქტ. 20262 წთ კითხვა

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ადამ გლაპინსკის სახელმწიფო ტრიბუნალისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. მას 2020–2021 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის შესაძლო უკანონო დაფინანსებასა და ცენტრალური ბანკის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ, თუმცა გლაპინსკი ბრალდებებს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება პოლონეთის სეიმმა უნდა მიიღოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა
საფონდო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა

ევროპის საფონდო ბაზრებმა პარასკევს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ საბანკო სექტორი გააძლიერა, თუმცა SpaceX-ის გარიგების შესახებ ცნობებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ
მაკრო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ჩინეთმა ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო ბრიუსელი ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ცდილობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე