გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Uber მსოფლიოში უმსხვილესი რობოტაქსების პლატფორმის შექმნას გეგმავს

მარიამ ქადარია6 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Uber მსოფლიოში უმსხვილესი რობოტაქსების პლატფორმის შექმნას გეგმავს

Uber მსოფლიოში ავტონომიური ტრანსპორტის ყველაზე დიდი პლატფორმის შექმნას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ წელს Uber-ის აქციების ფასი შემცირდა, კომპანიის ძირითადი მაჩვენებლები კვლავ იზრდება. შეკვეთების საერთო ღირებულება 22%-ით გაიზარდა, საოპერაციო მოგებამ კი 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Uber გეგმავს, თანხის ნაწილი ტექნოლოგიის განვითარებასა და პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე დახარჯოს. მისი მიზანია, სხვადასხვა მწარმოებლის რობოტაქსები საკუთარ პლატფორმაზე გააერთიანოს და მგზავრებს ერთიანი მომსახურება შესთავაზოს.

ეს მიმართულება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. უახლოეს წლებში Uber-ს შესაძლოა მილიარდობით დოლარის დახარჯვა დასჭირდეს, რაც ინვესტორების ნაწილში კითხვებს აჩენს.

რობოტაქსების ბაზარზე Uber-ს Tesla-სა და Waymo-სთან უწევს კონკურენცია. განსხვავება ისაა, რომ Uber თავად ავტომობილებს არ აწარმოებს და სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობას ეყრდნობა. კომპანია ამ მოდელით ცდილობს, ავტონომიური ტრანსპორტის გავრცელებაში ერთ-ერთი მთავარი როლი დაიკავოს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო4 ნოე. 20262 წთ კითხვა

Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეიტინგი „ყიდვამდე“ გაზარდა - ბანკი I-24-ის პროექტის მაღალ მომგებიანობას პროგნოზირებს

Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვამდე“ გაზარდა და მომდევნო 12 თვეში 16.8%-იან მთლიან შემოსავლიანობას პროგნოზირებს. ბანკის აზრით, I-24-ის კონცესიის გადახდის მოქნილი სტრუქტურა პროექტის ფინანსურ რისკებს ამცირებს, ხოლო მისი მოსალოდნელი მომგებიანობა კომპანიის აქციების ბოლოდროინდელ ვარდნას არ შეესაბამება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Polymarket-მა აშშ-ში საქმიანობის დასაწყებად პირველი ნებართვა მიიღო

Polymarket-ის შვილობილმა კომპანიამ აშშ-ში საბროკერო საქმიანობისთვის პირველი ნებართვა მიიღო, თუმცა მუშაობის დასაწყებად მას კიდევ ერთი მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Lonza Merck-ის ხუთ ამერიკულ საწარმოს შეიძენს

შვეიცარიული Lonza გერმანული Merck-ის ხუთ საწარმოს შეიძენს და აშშ-ში ქარხნების რაოდენობას ცხრამდე გაზრდის. საწარმოები მისურიში, ვისკონსინში, ინდიანასა და კალიფორნიაში მდებარეობს. ისინი მედიკამენტების წარმოებაზე, გენურ თერაპიებსა და კიბოს მკურნალობისთვის საჭირო კომპონენტებზე მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე