გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს ეწვევა

ნუცა ტყეშელაშვილი1 ივლისი, 20261 წთ კითხვა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს ეწვევა

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი 2-3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევით, სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში თბილისში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ კაველაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველო-უზბეკეთის მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იქნება. მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, საპარლამენტო და რეგიონულ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობას მრეწველობის, ფარმაცევტიკის, ქიმიური მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და IT სექტორებში.

პრიორიტეტულ საკითხებს შორის იქნება სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობა, ასევე უზბეკური ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოების შესაძლებლობების შექმნა.

ლიდერები ასევე რეგიონულ და საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე გაცვლიან მოსაზრებებს.

ვიზიტის დასრულების შემდეგ მხარეები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი დოკუმენტების მნიშვნელოვან პაკეტს მოაწერენ ხელს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე