გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ვენესუელა მოპოვებული ნავთობის თითქმის ნახევარს აშშ-ს აწვდის

მარიამ ქადარია19 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ვენესუელა მოპოვებული ნავთობის თითქმის ნახევარს აშშ-ს აწვდის

ვენესუელა მოპოვებული ნავთობის თითქმის ნახევარს აშშ-ში გზავნის. ამის შესახებ ჰიუსტონში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, კაილ ჰაუსტვეიტმა განაცხადა.

მისი თქმით, ვენესუელა ყოველდღიურად დაახლოებით 1.25 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, საიდანაც 500 ათას ბარელზე მეტი ბოლო თვეებში ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხვდება.

ჰაუსტვეიტის განმარტებით, ეს ქარხნები სწორედ ვენესუელური ნავთობის გადასამუშავებლად არის აშენებული, ამიტომ ამერიკული კომპანიები ამ ნედლეულს აქტიურად ყიდულობენ.

მისივე თქმით, ვენესუელაში მდგომარეობა გარკვეულწილად უმჯობესდება და ქვეყანა მოქმედი კონტრაქტების შესრულებას აგრძელებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია

Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
საფონდო2 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე