გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Volkswagen-ი ათიათასობით დამატებითი სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს

ნუცა ტყეშელაშვილი7 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Volkswagen-ი ათიათასობით დამატებითი სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს

Volkswagen-ის საკონტროლო აქციონერები, პორშე/პიეხის ოჯახის საინვესტიციო კომპანია Porsche SE, ავტომწარმოებლის ხელმძღვანელობას მხარს უჭერენ მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმაში, რომელიც შესაძლოა ათიათასობით დამატებითი სამუშაო ადგილის გაუქმებით დასრულდეს.

Porsche SE-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ჰანს დიტერ პოეტშის განცხადებით, Volkswagen „ისტორიულ გზაგასაყარზე“ იმყოფება და გადაწყვეტილებების გადადება კომპანიის პრობლემებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მისი თქმით, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს ჯგუფის მასშტაბურ გარდაქმნას. კომპანია, რომელიც Volkswagen-ის, Audi-ს, Porsche-სა და Lamborghini-ის ბრენდებს აერთიანებს, მზარდ ხარჯებს, ტარიფების გავლენასა და ჩინელი მწარმოებლების გაძლიერებულ კონკურენციას ებრძვის.

რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელიც უკვე განხორციელებულ ათიათასობით შემცირებას ემატება, დამატებით დაახლოებით 50,000 სამუშაო ადგილის გაუქმებას და გერმანიაში ოთხი ქარხნის შესაძლო დახურვას ითვალისწინებს.

თუმცა, გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელია ძლიერი პროფკავშირების წარმომადგენლებისა და ქვემო საქსონიის მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც Volkswagen-ში 20%-იან ბლოკირების უფლებას ფლობს. Reuters-ის ინფორმაციით, ივლისში გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე სწორედ პროფკავშირებმა და ქვემო საქსონიამ მხარი არ დაუჭირეს ბლუმეს ინიციატივას. მოლაპარაკებების ახალი ეტაპი სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.

კომპანიის ყველაზე გავლენიანმა პროფკავშირმა IG Metall-მა აქციონერები მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დივიდენდების შენარჩუნებას თანამშრომლების კეთილდღეობაზე მაღლა აყენებენ. პროფკავშირის შეფასებით, Volkswagen-ის კონკურენტუნარიანობა სამუშაო ადგილების შემცირებით კი არა, ინოვაციური პროდუქტებითა და გრძელვადიანი განვითარების მკაფიო სტრატეგიით უნდა გაძლიერდეს.

ამავდროულად, Porsche SE-მ განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს Volkswagen-ის ხელმძღვანელობის გეგმას. კომპანიის ფინანსური დირექტორის, იოჰანეს ლატვაინის თქმით, კონკურენტუნარიანობის აღსადგენად ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილონ, მათ შორის ზედმეტი საწარმოო სიმძლავრეების შემცირება, ხარჯების ოპტიმიზაცია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება.

პარალელურად, Porsche SE-მ პირველი ნახევრის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა. კომპანიის კორექტირებული წმინდა მოგება 14.5%-ით, 949 მილიონ ევრომდე შემცირდა, რის შემდეგაც მისი აქციები დღის დასაწყისში დაახლოებით 1.7%-ით დაეცა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც Volkswagen-ის, ისე Porsche-ის აქციების ღირებულებაც.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო5 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იზრდება - დოლარის სტაბილურობა ძვირფას ლითონს მხარს უჭერს

ოქროს ფასი 1.1%-ით გაიზარდა და უნციაზე 4,107 დოლარს გადააჭარბა. ძვირფას ლითონს მხარს უჭერს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებლის კლება და დოლარის შედარებითი სტაბილურობა, მაშინ როდესაც ინვესტორები ირანის ომის შესაძლო დეესკალაციის პერსპექტივას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი5 ნოე. 20262 წთ კითხვა

Wendy’s-მა Nelson Peltz-ის $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

Wendy’s-ის დირექტორთა საბჭომ ნელსონ პელტცის Trian Fund Management-ის ხელმძღვანელობით წარდგენილი $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო, რადგან ფასი კომპანიის გრძელვადიან პოტენციალს სათანადოდ არ ასახავს. ამასთან, კომპანიამ აქციონერთა დაცვის მექანიზმი დაამტკიცა და დამოუკიდებელი განვითარების სტრატეგიის გაგრძელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ბაზარი მკვეთრად დაეცა - Nasdaq კორექციის ზონაში შევიდა

აშშ-ის საფონდო ინდექსები მკვეთრად დაეცა, Nasdaq კი ბოლო რეკორდულ ნიშნულთან შედარებით 10%-ზე მეტი ვარდნის შემდეგ კორექციის ზონაში შევიდა. ტექნოლოგიურ აქციებზე, განსაკუთრებით ჩიპების მწარმოებლებზე, ზეწოლა გააძლიერა ინვესტორების შიშმა, რომ დემოკრატების გამარჯვება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების უფრო მკაცრ რეგულირებას გამოიწვევს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე