გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Volvo Cars-ის გლობალური გაყიდვები 16%-ით შემცირდა - სრულად ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება

ნუცა ტყეშელაშვილი4 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
Volvo Cars-ის გლობალური გაყიდვები 16%-ით შემცირდა - სრულად ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება

შვედურმა ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა, რომელსაც ჩინური Geely ფლობს, ოქტომბრის ჩათვლით დასრულებულ სამთვიან პერიოდში მსოფლიოში 141,656 ავტომობილი გაყიდა. ეს 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი შემცირებაა.

მიუხედავად გაყიდვების საერთო კლებისა, სრულად ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ მოდელების გაყიდვები 27%-ით მოიმატა და კომპანიის მთლიანი გაყიდვების 34% შეადგინა. ამავე პერიოდში plug-in ჰიბრიდების გაყიდვები 30%-ით შემცირდა და საერთო მოცულობის 20%-ს გაუტოლდა. შედეგად, ელექტრიფიცირებული მოდელები — სრულად ელექტრომობილები და plug-in ჰიბრიდები — Volvo Cars-ის გაყიდვების 55%-ს შეადგენდა.

კომპანიის განმარტებით, გაყიდვებზე გავლენა რთულმა საბაზრო პირობებმა იქონია. ჩინეთში მოთხოვნას ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან მზარდი კონკურენცია და სუსტი მაკროეკონომიკური გარემო ამცირებს.

Volvo Cars-ის კომერციულმა დირექტორმა ერიკ სევერინსონმა განაცხადა, რომ ჩინეთში კომპანია შემცირებულ მოთხოვნასთან ადაპტირდება და გაყიდვების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად ბიზნესის სტაბილიზაციაზეა ორიენტირებული.

აშშ-ის ბაზარზე გაყიდვებს მომხმარებელთა დაბალი განწყობა და ელექტრომობილებისა და plug-in ჰიბრიდებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო შეღავათების გაუქმებაც აფერხებს.

ევროპაში კი ელექტრიფიკაციის მიმართულებით გადასვლა გრძელდება, რაც Volvo-ს სრულად ელექტრომობილებზე მოთხოვნას ზრდის. სევერინსონის თქმით, განსაკუთრებით მაღალი ინტერესია EX60-ის მიმართ, რომლის შეკვეთების რაოდენობამ უკვე 50,000-ს გადააჭარბა. თუმცა, მიწოდებები ამ ეტაპზე წარმოების სიმძლავრეების ეტაპობრივი გაზრდის პროცესით არის შეზღუდული. კომპანიის განცხადებით, წარმოების მოცულობა თანდათან იზრდება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე