გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

უორენ ბაფეტის გაკვეთილი ხელოვნური ინტელექტის ინვესტორებისთვის

მარიამ ქადარია6 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
უორენ ბაფეტის გაკვეთილი ხელოვნური ინტელექტის ინვესტორებისთვის

ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში მოქმედი ყველა კომპანია მომგებიანი იქნება. უორენ ბაფეტი ამის საილუსტრაციოდ ავიაციის ინდუსტრიას ასახელებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავიაციამ მსოფლიო შეცვალა, ამ სფეროში მოქმედი ბევრი კომპანია ინვესტორებისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა.

1989 წელს ბაფეტმა ავიაკომპანია USAir-ში ინვესტიცია განახორციელა, თუმცა ეს გადაწყვეტილება წარმატებული არ აღმოჩნდა. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ ავიაკომპანიებს დიდი ხარჯები ჰქონდათ, მათი მომსახურება კი მომხმარებლისთვის ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ასეთ პირობებში კომპანიებს ფასების გაზრდა და მოგების შენარჩუნება უჭირდათ.

მსგავსი საფრთხე დღეს ხელოვნური ინტელექტის სფეროშიც არსებობს. OpenAI-სა და Anthropic-ის მსგავსი კომპანიები ახალი მოდელების შექმნასა და მუშაობაზე დიდ თანხებს ხარჯავენ, ხოლო მათი პროდუქტები დროთა განმავლობაში უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს. ასეთ ვითარებაში კომპანიებს მომხმარებლების მოსაზიდად ფასების შემცირება შეიძლება მოუწიოთ.

Nvidia და ჩიპების სხვა მწარმოებლები ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნით ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად სარგებლობენ, თუმცა მათი შემდგომი შედეგებიც დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემქმნელი კომპანიები ხარჯების დაფარვასა და მოგების მიღებას.

ბაფეტის თქმით, ინვესტორებმა ყურადღება არა მხოლოდ ტექნოლოგიის პერსპექტივას, არამედ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და მოგების მიღების შესაძლებლობასაც უნდა მიაქციონ.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო4 ნოე. 20262 წთ კითხვა

Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეიტინგი „ყიდვამდე“ გაზარდა - ბანკი I-24-ის პროექტის მაღალ მომგებიანობას პროგნოზირებს

Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვამდე“ გაზარდა და მომდევნო 12 თვეში 16.8%-იან მთლიან შემოსავლიანობას პროგნოზირებს. ბანკის აზრით, I-24-ის კონცესიის გადახდის მოქნილი სტრუქტურა პროექტის ფინანსურ რისკებს ამცირებს, ხოლო მისი მოსალოდნელი მომგებიანობა კომპანიის აქციების ბოლოდროინდელ ვარდნას არ შეესაბამება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Polymarket-მა აშშ-ში საქმიანობის დასაწყებად პირველი ნებართვა მიიღო

Polymarket-ის შვილობილმა კომპანიამ აშშ-ში საბროკერო საქმიანობისთვის პირველი ნებართვა მიიღო, თუმცა მუშაობის დასაწყებად მას კიდევ ერთი მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Lonza Merck-ის ხუთ ამერიკულ საწარმოს შეიძენს

შვეიცარიული Lonza გერმანული Merck-ის ხუთ საწარმოს შეიძენს და აშშ-ში ქარხნების რაოდენობას ცხრამდე გაზრდის. საწარმოები მისურიში, ვისკონსინში, ინდიანასა და კალიფორნიაში მდებარეობს. ისინი მედიკამენტების წარმოებაზე, გენურ თერაპიებსა და კიბოს მკურნალობისთვის საჭირო კომპონენტებზე მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე