გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

უორენ ბაფეტმა ბილ გეიტსის ფონდის დაფინანსება შეწყვიტა

მარიამ ქადარია15 ივლისი, 20261 წთ კითხვა
უორენ ბაფეტმა ბილ გეიტსის ფონდის დაფინანსება შეწყვიტა

უორენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის მრავალწლიანი მეგობრობა და საქველმოქმედო პარტნიორობა დასრულდა. Berkshire Hathaway-ს 95 წლის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, ყოველწლიური შემოწირულობა, რომელიც დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს შეადგენს, გეიტსის ფონდის ნაცვლად საკუთარი შვილების მიერ მართულ ოთხ საოჯახო ფონდს გადასცეს.

გადაწყვეტილება ჯეფრი ეპშტეინთან ბილ გეიტსის კავშირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ბაფეტის თქმით, ეპშტეინთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების შემდეგ მას და გეიტსს ერთმანეთთან აღარ უსაუბრიათ.

2006 წლიდან ბაფეტმა გეიტსის ფონდს 47 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა, თუმცა ამიერიდან მისი ქონების დიდი ნაწილი საოჯახო საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადანაწილდება.

ბილ გეიტსი ეპშტეინთან ურთიერთობის გამო სინანულს გამოთქვამს. მისი განმარტებით, მათ შორის შეხვედრები მხოლოდ საქველმოქმედო საკითხებს ეხებოდა და მას რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

გეიტსის ფონდში აცხადებენ, რომ ბაფეტის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლიერნი არიან და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ორგანიზაციის ცნობით, ფონდს საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს, რათა საქმიანობა 2045 წლამდე განაგრძოს.

ბაფეტის გეგმის თანახმად, მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონების 99.5%-ს შვილები საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით განკარგავენ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე