გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Wolfe Research-მა სამი რჩეული აქცია დაასახელა

მარიამ ქადარია28 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Wolfe Research-მა სამი რჩეული აქცია დაასახელა

Wolfe Research-ის შეფასებით, მეორე კვარტლის ანგარიშების გამოქვეყნებამდე სექტორში ყველაზე საინტერესო კომპანიები MSCI, S&P Global და Moody’s არიან.

ივლისის შუა რიცხვების მონაცემებით, Wolfe-ის შესაბამისი ინდექსი 4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა S&P 500-ის ზრდამ 1% შეადგინა. ანალიტიკოს სკოტ უერცელის განცხადებით, სექტორის კომპანიების შედეგებს ხელს უწყობს ობლიგაციების ბაზარზე გაზრდილი აქტივობა და საფონდო ბაზრების ზრდა.

Wolfe Research-ის მთავარი არჩევანი MSCI-ია. კომპანიის ზრდას, მათი შეფასებით, ინდექსურ პროდუქტებზე მოთხოვნა და აქციების ბაზრების ზრდის შედეგად მიღებული საკომისიო შემოსავლები შეუწყობს ხელს. MSCI-ის აქციის სამიზნე ფასი 710 დოლარია.

მეორე ადგილზე S&P Global-ია. Wolfe Research ვარაუდობს, რომ ობლიგაციების გამოშვების მოცულობამ შესაძლოა კომპანიის შედეგებსა და წლიურ პროგნოზზე დადებითად იმოქმედოს. აქციის სამიზნე ფასი 515 დოლარია.

მესამე კომპანია Moody’s-ია. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის შედეგებს ობლიგაციების ბაზარზე გააქტიურება დაეხმარება, თუმცა წლიური პროგნოზის გაზრდის მეტი შესაძლებლობა S&P Global-ს აქვს. Moody’s-ის აქციის სამიზნე ფასი 550 დოლარია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Fed-ის გადაწყვეტილება კვირის მთავარი მოვლენაა - ინვესტორები უორშის განცხადებებს ელოდებიან
განათლება26 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Fed-ის გადაწყვეტილება კვირის მთავარი მოვლენაა - ინვესტორები უორშის განცხადებებს ელოდებიან

ამ კვირის მთავარი მოვლენა Fed-ის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს განაკვეთის უცვლელად დატოვებას ელიან, ბაზარი დეკემბერში ზრდის დაახლოებით 73%-იან ალბათობას აფასებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება Fed-ის თავმჯდომარის, კევინ უორშის, კომენტარები ინფლაციასა და მონეტარული პოლიტიკის შემდგომ მიმართულებაზე.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა ტრამპსა და ზელენსკის შორის უთანხმოება გააღრმავა
ანალიზი26 ოქტ. 20261 წთ კითხვა

რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა ტრამპსა და ზელენსკის შორის უთანხმოება გააღრმავა

უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ვაშინგტონსა და კიევს შორის ახალი უთანხმოება გამოიწვია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს
მაკრო26 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს

QatarEnergy ამერიკულ Venture Global-თან გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა. ყატარული კომპანია წელიწადში სულ მცირე 3 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს. ხელშეკრულების ვადა და მიწოდების დაწყების თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე