გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

X-ის ახალი ალგორითმი კრიპტო თემის აქტივობას ზრდის

მარიამ ქადარია16 ივლისი, 20261 წთ კითხვა
X-ის ახალი ალგორითმი კრიპტო თემის აქტივობას ზრდის

ბოლო თვეებში X-ზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პოსტების ხილვადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა

პლატფორმის ალგორითმში შეტანილმა ცვლილებამ მდგომარეობა ნაწილობრივ შეცვალა.

X-ის პროდუქტების ხელმძღვანელის, ნიკიტა ბირის განცხადებით, ალგორითმი უპირატესობას იმ მომხმარებლების პოსტებსა და კომენტარებს მიანიჭებს, რომლებიც ერთმანეთის გამომწერები არიან. მისი თქმით, ამ ცვლილების შემდეგ მომხმარებლები უფრო ხშირად ნახავენ მათთვის საინტერესო ადამიანების პოსტებსა და კომენტარებს, უცხო ანგარიშების პასუხები კი ნაკლებად გამოჩნდება.

სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კრიპტო თემისთვის. იანვრიდან მოყოლებული, X კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ პოსტებს მომხმარებლებს გაცილებით იშვიათად აჩვენებდა. მომხმარებლების თქმით, პლატფორმა ხშირად გასართობ მასალას სთავაზობდა.

თავდაპირველად X პრობლემას ბოტების სიმრავლესა და მომხმარებელთა გადაჭარბებულ აქტივობას უკავშირებდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ აღიარა, რომ მიზეზი თავად ალგორითმშიც იყო. 13 ივლისს ამოქმედებული ცვლილება მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა, რადგან მათთვის ინდუსტრიის სიახლეებისა და ნაცნობი ანგარიშების მოსაზრებების ნახვა კვლავ გამარტივდა.

მსგავს ცვლილებაზე Threads-იც მუშაობს, რათა მომხმარებლებმა თავად განსაზღვრონ, რა ტიპის პოსტები გამოჩნდება მათ მთავარ გვერდზე.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე