გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

იენა 40-წლიან მინიმუმთან ახლოს - ბაზარი იაპონიის შესაძლო ინტერვენციას ელოდება

ნუცა ტყეშელაშვილი23 ივნისი, 20262 წთ კითხვა
იენა 40-წლიან მინიმუმთან ახლოს - ბაზარი იაპონიის შესაძლო ინტერვენციას ელოდება

იაპონური იენა სამშაბათს თითქმის 40 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტ ნიშნულს მიუახლოვდა, რადგან დოლარმა გამყარება განაგრძო. ამან გააძლიერა მოლოდინი, რომ იაპონიის ხელისუფლება შესაძლოა სავალუტო ბაზარზე კვლავ ჩაერიოს ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად.

USD/JPY კურსი, რომელიც აჩვენებს რამდენი იენაა საჭირო ერთი დოლარის შესაძენად, 161.58 ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა 2024 წლის მაქსიმუმთან — 161.96-თან. 162-ზე მაღლა გადასვლა კი კურსს 1986 წლის შემდეგ არნახულ დონეზე აიყვანს.

იენა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 3%-ით არის გაუფასურებული. ზეწოლის მთავარი მიზეზი კვლავ აშშ-სა და იაპონიას შორის საპროცენტო განაკვეთების დიდი სხვაობაა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, ეს ნაბიჯი საკმარისი არ აღმოჩნდა ვალუტის გასამყარებლად.

დამატებით ფაქტორად რჩება იაპონიაში ფისკალური სტიმულებისა და საგადასახადო შეღავათების მოლოდინი, რამაც სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალწლიანი მაქსიმუმების სიახლოვეს შეინარჩუნა.

ბაზრის მონაწილეები სულ უფრო მეტად ვარაუდობენ, რომ ტოკიო კვლავ მიმართავს სავალუტო ინტერვენციას. იაპონიის ფინანსთა მინისტრმა სატსუკი კატაიამამ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ორშაბათს ონლაინ შეხვედრა გამართეს, სადაც ისტორიულად სუსტი იენის პრობლემასა და შესაძლო პოლიტიკურ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ აპრილსა და მაისში იაპონიამ სავალუტო ბაზარზე რეკორდული 11.7 ტრილიონი იენი (72.4 მილიარდი დოლარი) დახარჯა, თუმცა ამან იენის გამყარება მხოლოდ დროებით შეძლო.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე