გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Alibaba Lingxi Games-ს $1.5 მილიარდად ყიდის

მარიამ ქადარია17 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Alibaba Lingxi Games-ს $1.5 მილიარდად ყიდის

Alibaba Group სათამაშო სტუდია Lingxi Games-ს ყიდის. გარიგების შედეგად კომპანიის ღირებულებამ შესაძლოა 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. Bloomberg-ის ინფორმაციით, Lingxi Games-ს აზიური საინვესტიციო კომპანია Trustar Capital შეიძენს.

Lingxi Games-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჟოუ ბინშუს განცხადებით, Alibaba-ს გადაწყვეტილება კომპანიის ძირითად მიმართულებებზე მეტი რესურსის გამოყოფას უკავშირდება.

Alibaba ბოლო პერიოდში ბიზნესის რეორგანიზაციას ახორციელებს, კომპანიის მთავარი მიმართულებები ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებია. Bloomberg-ის ცნობით, Alibaba მომდევნო ხუთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტიდან 100 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ საკუთარი ყველაზე დიდი AI მოდელიც წარადგინა, რომლის შესაძლებლობებს Anthropic-ის ტექნოლოგიას ადარებს.

Lingxi Games-ის ყველაზე ცნობილი პროდუქტია მრავალმომხმარებლიანი სტრატეგიული თამაში Three Kingdoms: Strategy Edition, რომელიც იაპონურ Koei Tecmo-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს
საფონდო1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს

BMW-მ ბიზნესის გაძლიერების ახალი გეგმა წარადგინა. კომპანია ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მენეჯერული პოზიციების რაოდენობას შეამცირებს და ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას შეცვლის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს
საფონდო1 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს

Apple ჭკვიანი სახლისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს. კომპანია J490-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო
AI ტექნოლოგია1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ OpenAI-ს, Anthropic-სა და ხელოვნური ინტელექტის სხვა კომპანიების გამოძიება დაიწყო. მარეგულირებელს სურს დაადგინოს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან მომხმარებლებს დამოუკიდებლად მოქმედმა AI აგენტებმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე