გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Amazon გლობალური ინტერნეტ-სერვისის გაშვებისთვის ემზადება

მარიამ ქადარია3 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Amazon გლობალური ინტერნეტ-სერვისის გაშვებისთვის ემზადება

Amazon წელს გლობალური ინტერნეტ-სერვისის ამოქმედებას გეგმავს და ამ მიზნით ორბიტაზე თანამგზავრების კიდევ ერთი ჯგუფი გაუშვა.

ხუთშაბათს, ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოსური სადგურიდან, United Launch Alliance-ის რაკეტა Atlas V-მა Amazon-ის 29 თანამგზავრი ორბიტაზე გაიტანა. ამის შემდეგ კომპანიას კოსმოსში უკვე 390-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს განთავსებული.

Amazon Leo-ს წარმომადგენლის თქმით, ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიამ საწყისი ინტერნეტ-სერვისი მიმდინარე წელს დაიწყოს.

პროექტის მიზანია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ მიმართულებით Amazon SpaceX-ის Starlink-ს გაუწევს კონკურენციას.

ამ ეტაპზე გაშვებების დიდი ნაწილი Atlas V-ის რაკეტებით ხორციელდება, თუმცა მომავალში Amazon ULA-ს ახალი Vulcan-ის გამოყენებასაც გეგმავს. Vulcan-ის შემთხვევაში ტექნიკური შეფერხებები და დაგვიანებები იყო, მაგრამ კომპანია პროექტზე მუშაობას მაინც აგრძელებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს
საფონდო1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს

BMW-მ ბიზნესის გაძლიერების ახალი გეგმა წარადგინა. კომპანია ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მენეჯერული პოზიციების რაოდენობას შეამცირებს და ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას შეცვლის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს
საფონდო1 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს

Apple ჭკვიანი სახლისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს. კომპანია J490-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო
AI ტექნოლოგია1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ OpenAI-ს, Anthropic-სა და ხელოვნური ინტელექტის სხვა კომპანიების გამოძიება დაიწყო. მარეგულირებელს სურს დაადგინოს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან მომხმარებლებს დამოუკიდებლად მოქმედმა AI აგენტებმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე