გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Amazon-მა ლუიზიანაში მონაცემთა ცენტრების ინვესტიცია $18 მილიარდამდე გაზარდა

ნუცა ტყეშელაშვილი18 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Amazon-მა ლუიზიანაში მონაცემთა ცენტრების ინვესტიცია $18 მილიარდამდე გაზარდა

Amazon-მა ჩრდილო-დასავლეთ ლუიზიანაში მონაცემთა ცენტრების განვითარებისთვის დაგეგმილი ინვესტიცია $18 მილიარდამდე გაზარდა. კომპანიამ დამატებით შრივპორტში მესამე მონაცემთა ცენტრის კამპუსის მშენებლობა დააანონსა, მაშინ როდესაც თავდაპირველად, თებერვალში, $12 მილიარდის ინვესტიცია იყო დაგეგმილი.

გაფართოებული პროექტი კადოსა და ბოსიეს პარიშებში სამ მონაცემთა ცენტრის კამპუსს მოიცავს. Amazon-ის განცხადებით, მათი სრულად ამოქმედების შემდეგ ობიექტები შესაძლოა 750-მდე სრულ განაკვეთზე დასაქმებულ სამუშაო ადგილს შექმნას და ადგილობრივ ეკონომიკაში დამატებით დაახლოებით 2,500 პოზიციას შეუწყოს ხელი.

დასაქმების მიმართულებები მოიცავს ელექტრიკოსებს, HVAC ტექნიკოსებს, პროექტის ინჟინრებს, ქსელის სპეციალისტებს, ოპერაციების მენეჯერებსა და უსაფრთხოების თანამშრომლებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ეტაპზე პროექტი 2,250-მდე სამშენებლო სამუშაო ადგილს შექმნის.

Amazon სამივე კამპუსის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურულ კომპანია STACK Infrastructure-ს პარტნიორად ირჩევს. STACK Infrastructure სამივე ობიექტს განავითარებს და ფლობასაც განახორციელებს.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მონაცემთა ცენტრების ფუნქციონირებისთვის საჭირო ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ელექტროგრიდის განახლებების ხარჯებს სრულად თავად დაფარავს. Amazon ამ მიმართულებით Southwestern Electric Power Company-სთან თანამშრომლობს და ადგილობრივ მომხმარებლებს დამატებითი ხარჯები არ დაეკისრებათ.

გარდა ამისა, Amazon-ი სამივე კამპუსის მხარდასაჭერად $400 მილიონამდე საჯარო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებს. კომპანიამ აღნიშნა, რომ აუცილებელი წყლისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების ხარჯებსაც თავად დააფინანსებს.

წყლის მოხმარების შემცირების მიზნით Amazon-ის მონაცემთა ცენტრები წლის უმეტესი პერიოდის განმავლობაში ჰაერის გაგრილების სისტემას იყენებენ. წყალი გაგრილებისთვის მხოლოდ წლის ყველაზე ცხელ დღეებში გამოიყენება - რეგიონში ეს პერიოდი წელიწადის 13%-ზე ნაკლებს შეადგენს. კომპანია წყლის გამოყენებას ძირითადად მაშინ იწყებს, როდესაც ტემპერატურა დაახლოებით 85°F-ს (29°C-ს) აჭარბებს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე