გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Anthropic-ი ნორვეგიაში მონაცემთა ცენტრით სარგებლობისთვის 10 მილიარდ დოლარს გადაიხდის

მარიამ ქადარია5 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Anthropic-ი ნორვეგიაში მონაცემთა ცენტრით სარგებლობისთვის 10 მილიარდ დოლარს გადაიხდის

ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა ინფრასტრუქტურულ სტარტაპ Volta Infra-სთან ექვსწლიანი, 10 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა. Bloomberg-ის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში Anthropic-ი ნორვეგიაში მდებარე მონაცემთა ცენტრით ისარგებლებს, რომლის სიმძლავრე 133 მეგავატია. ცენტრი Nvidia-ს ახალი Vera Rubin-ის ჩიპებით იქნება აღჭურვილი.

პროექტში Bitdeer Technologies-იც მონაწილეობს. კომპანია იმ მონაცემთა ცენტრებს, რომლებსაც აქამდე კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის იყენებდა, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს მოახმარს.

Volta Infra მიმდინარე წლის იანვარში Brookfield Asset Management-ის ყოფილი ხელმძღვანელების მიერ დაფუძნდა. კომპანიის ღირებულება 2.4 მილიარდ დოლარს აღწევს და უკვე თანამშრომლობს SpaceX-თან და AMD-სთან, ასევე განიხილავს Meta-ს მონაცემთა ცენტრების იჯარით აღებასაც.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია3 ნოე. 20262 წთ კითხვა

Citi: მეხსიერების ჩიპების გლობალური დეფიციტი 2027 წელსაც გაგრძელდება - მოთხოვნა მიწოდებას კვლავ გადააჭარბებს

Citi-ის პროგნოზით, DRAM-სა და NAND მეხსიერებაზე მოთხოვნა 2027 წელსაც მიწოდების ზრდას გადააჭარბებს, მიუხედავად Samsung-ისა და SK Hynix-ის წარმოების გაფართოებისა. დეფიციტის მთავარ მიზეზებად სერვერული მეხსიერებისა და საწარმოო SSD-ების მზარდი მოთხოვნა, ასევე AI ტექნოლოგიების განვითარება სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო3 ნოე. 20262 წთ კითხვა

Ferrari-მ 2026 წლის ფინანსური პროგნოზი გაზარდა - მესამე კვარტლის მოგებამ მოლოდინებს გადააჭარბა

Ferrari-მ მესამე კვარტალში მოგების პროგნოზებს გადააჭარბა და 2026 წლის ფინანსური მოლოდინები გაზარდა. კომპანიის შეკვეთების პორტფელი 2028 წლამდეა შევსებული, რაც ძვირადღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნის მდგრადობაზე მიუთითებს. ანგარიშის შემდეგ აქციები 1%-ზე მეტით გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი3 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის არჩევნებმა შესაძლოა ტექნოლოგიური სექტორის წესები შეცვალოს

აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. შედეგზეა დამოკიდებული, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს და რა წესები იმოქმედებს მომავალში ტექნოლოგიურ კომპანიებზე, სახელმწიფო ხარჯებსა და ბიუჯეტზე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე