გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

აშშ-ის არჩევნებმა შესაძლოა ტექნოლოგიური სექტორის წესები შეცვალოს

მარიამ ქადარია3 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის არჩევნებმა შესაძლოა ტექნოლოგიური სექტორის წესები შეცვალოს

აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები იმართება. შედეგზეა დამოკიდებული, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს და რა წესები იმოქმედებს მომავალში ტექნოლოგიურ კომპანიებზე, სახელმწიფო ხარჯებსა და ბიუჯეტზე.

თუ დემოკრატები ორივე პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მონაცემთა ცენტრებს შესაძლოა უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუწესდეთ. საუბარია ხელოვნური ინტელექტის მოდელების დამოუკიდებელ შემოწმებაზე, უსაფრთხოების წესებსა და სერიოზული შემთხვევების სავალდებულო გასაჯაროებაზე.

თუ წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები მოიგებენ, სენატს კი რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ, კონგრესის ორ პალატას სხვადასხვა პარტია გააკონტროლებს. ასეთ შემთხვევაში 2027 წელს სახელმწიფო ვალის ზღვრის გაზრდაზე ხანგრძლივი დავა და მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერებაც შესაძლებელია.

თუ რესპუბლიკელები ორივე პალატაში უმრავლესობას შეინარჩუნებენ, ხელოვნური ინტელექტის სექტორზე ახალი შეზღუდვების დაწესების ალბათობა შემცირდება, თუმცა გადასახადების შემცირებამ და თავდაცვის ხარჯების ზრდამ შესაძლოა ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ გაზარდოს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე