გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა $81.3 მილიარდის მოკლევადიანი სესხები გასცა

მარიამ ქადარია3 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა $81.3 მილიარდის მოკლევადიანი სესხები გასცა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს 541 მილიარდი იუანი, ანუ დაახლოებით 81.3 მილიარდი დოლარი, ერთდღიანი სესხების სახით გამოუყო. ამავე დროს, ბანკმა საპროცენტო პოლიტიკაშიც ცვლილება შეიტანა.

ამიერიდან ერთდღიანი სესხების 1.25%-იანი განაკვეთი ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი იქნება. ასეთი მოკლევადიანი სესხები ბანკებს ყოველდღიურად შესთავაზებენ, უზრუნველყოფის სახით კი მათგან ფასიან ქაღალდებს მიიღებენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ცვლილება ბანკებისთვის მოკლევადიან სესხებს გააიაფებს და შესაძლოა ობლიგაციების შემოსავლიანობაც შეამციროს, თუმცა ეს ძირითადი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას არ ნიშნავს.

გადაწყვეტილება ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში ვალებთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე მიიღეს. Citi ნოემბერში ძირითადი სესხების განაკვეთის შემცირებას არ ელოდება და უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების შესაძლებლობას 2027 წლიდან ხედავს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე