გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Anthropic-ი Samsung-თან ერთად საკუთარ ჩიპებზე მუშაობას გეგმავს

მარიამ ქადარია3 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Anthropic-ი Samsung-თან ერთად საკუთარ ჩიპებზე მუშაობას გეგმავს

Anthropic-ი, კომპანია, რომელიც Claude-ის ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, საკუთარი ჩიპების შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამისთვის კომპანია Samsung-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების დიდი ნაწილი Nvidia-ს ჩიპებზეა დამოკიდებული. სწორედ ამ ჩიპებით მუშაობს ბევრი დიდი AI მოდელი. Anthropic-ს კი სურს, მხოლოდ ერთ მომწოდებელზე არ იყოს დამოკიდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Samsung-ის 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებას განიხილავს. საუბარია იმ ჩიპებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების მუშაობასა და განვითარებისთვის არის საჭირო.

პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა. დეტალური საინჟინრო სამუშაოები არ დაწყებულა, თუმცა Anthropic-მა გუნდის გაძლიერება უკვე დაიწყო. კომპანიამ დაიქირავა კლაივ ჩანი, რომელიც მანამდე OpenAI-ის ჩიპების მიმართულებით მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი ჩიპების შექმნაზე უკვე მუშაობენ Google, Amazon, Microsoft და OpenAI. მიზეზი ყველასთვის თითქმის ერთია: ხელოვნური ინტელექტის განვითარებას დიდი გამოთვლითი რესურსი სჭირდება, Nvidia-ს ჩიპები კი ძვირია და მოთხოვნა მათზე ძალიან მაღალია.

ამასთან, Anthropic არსებული პარტნიორების ჩანაცვლებას არ გეგმავს. კომპანიისთვის კვლავ მნიშვნელოვანი დარჩება Amazon-ის Trainium-ის ჩიპები, Google-ის პროცესორები და Nvidia-ს გრაფიკული ბარათები.

Samsung-ისთვის ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. კომპანია ცდილობს, ჩიპების წარმოებაში TSMC-ს უფრო ძლიერი კონკურენცია გაუწიოს. ამ ფონზე ინვესტორები აკვირდებიან, შეძლებს თუ არა Samsung-ი 2-ნანომეტრიანი ჩიპების სტაბილურად და ეფექტიანად წარმოებას.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე