გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Anthropic მონაცემთა ცენტრებისთვის $3.4 მილიარდის გენერატორებს შეიძენს

მარიამ ქადარია9 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Anthropic მონაცემთა ცენტრებისთვის $3.4 მილიარდის გენერატორებს შეიძენს

Anthropic მონაცემთა ცენტრებისთვის დაახლოებით 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირზე მომუშავე გენერატორებს შეიძენს. მათი საერთო სიმძლავრე 1.7 გიგავატი იქნება.

მოწყობილობებს ტეხასური OnePWR Solutions დაამზადებს. შეთანხმება გენერატორების დამონტაჟებასა და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებსაც მოიცავს.

Anthropic-ს მეტი ელექტროენერგია Claude-ის მოდელებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სჭირდება. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად კომპანიებს უკვე არა მხოლოდ ჩიპების, არამედ საკმარისი ელექტროენერგიის მოძიებაც უჭირთ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები შერეულ დინამიკას აჩვენებს - ინფლაციის მონაცემები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

Nvidia-ს ხელმძღვანელობის გარშემო განვითარებული სკანდალი ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები კვირის განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის მონაცემებსა და AI ინფრასტრუქტურის მსხვილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ელოდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან სამხედრო ესკალაციის შიში შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების ალბათობის შესახებ ბაზარზე მოკლევადიანი დაძაბულობა შეამცირა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიში ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება

საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე