გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Apple ჩინური მეხსიერების ჩიპების გამოყენებას განიხილავს

მარიამ ქადარია10 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Apple ჩინური მეხსიერების ჩიპების გამოყენებას განიხილავს

ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა და ბაზარზე დეფიციტი შექმნა, შესაბამისად, Apple ახალი მომწოდებლების მოძიებას ცდილობს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია უკვე ამოწმებს ჩინური CXMT-ის ჩიპებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა iPhone-სა და MacBook-ში გამოიყენოს.

მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა. არსებული ინფორმაციით, Apple ჩინურ ჩიპებს, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ მოწყობილობებში გამოიყენებს, რომლებიც ჩინეთის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

CXMT ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მეხსიერების ჩიპების მწარმოებელია. კომპონენტების დეფიციტის გამო მის პროდუქციას უკვე იყენებენ HP და Acer იმ ლეპტოპებში, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იყიდება.

ამავე დროს, CXMT წარმოების გაზრდას გეგმავს და პეკინში მეორე ქარხნის მშენებლობას განიხილავს. Apple-სა და CXMT-ს შესაძლო თანამშრომლობაზე ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებიათ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები შერეულ დინამიკას აჩვენებს - ინფლაციის მონაცემები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

Nvidia-ს ხელმძღვანელობის გარშემო განვითარებული სკანდალი ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები კვირის განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის მონაცემებსა და AI ინფრასტრუქტურის მსხვილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ელოდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან სამხედრო ესკალაციის შიში შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების ალბათობის შესახებ ბაზარზე მოკლევადიანი დაძაბულობა შეამცირა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიში ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება

საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე