გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს

მარიამ ქადარია1 ოქტომბერი, 20265 წთ კითხვა
Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს

Apple ჭკვიანი სახლისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს. კომპანია J490-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს.

ახალი პროდუქტი დაახლოებით ექვსდიუმიანი კვადრატული ეკრანი იქნება. მისი კედელზე დამაგრება ან მაგიდაზე მოთავსება იქნება შესაძლებელი. მოწყობილობა ოჯახის წევრებს ამოიცნობს და თითოეულ მათგანს საკუთარ ანგარიშსა და მონაცემებზე მორგებულ ინფორმაციას შესთავაზებს.

J490 ფუნქციებით Amazon Echo-სა და Google Home-ს გაუწევს კონკურენციას. Apple-ს ჭკვიანი სახლის მიმართულებით უკვე აქვს HomePod და HomePod mini, თუმცა კომპანია აღნიშნულ ბაზარზე Amazon-სა და Google-ს ჩამორჩება.

იმავე ღონისძიებაზე შესაძლოა განახლებული HomePod mini და Apple TV-ც წარადგინონ. HomePod mini-ს ახალი ვერსია 2020 წლის შემდეგ პირველად გამოვა, Apple TV კი 2022 წლის შემდეგ განახლდება. დიზაინი თითქმის უცვლელი დარჩება, თუმცა მოწყობილობები უფრო სწრაფი პროცესორებით გამოვა, რათა Siri-ის ახალი AI ფუნქციები უკეთ იმუშაოს. Apple-ს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე