გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Apple-მა განახლებული Siri წარადგინა: Google-ის ტექნოლოგია და ახალი შესაძლებლობები

მარიამ ქადარია12 ივნისი, 20262 წთ კითხვა
Apple-მა განახლებული Siri წარადგინა: Google-ის ტექნოლოგია და ახალი შესაძლებლობები

Apple-მა Siri-ს ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც ხმოვანი ასისტენტის ფუნქციებს მნიშვნელოვნად აფართოებს. განახლებული სისტემა მომხმარებელს აპლიკაციებში არსებული ინფორმაციის მოძებნასა და ყოველდღიური დავალებების შესრულებაში დაეხმარება.

ახალი Siri შეძლებს კონტექსტის უკეთ გაგებას. მაგალითად, თუ მომხმარებელს მიმოწერაში რაიმე რეკომენდაცია აქვს ნახსენები, სისტემა ამ ინფორმაციას თავად მოძებნის და დამატებითი აპლიკაციების გახსნა საჭირო აღარ იქნება.

განახლების მნიშვნელოვანი ნაწილი Google-ის ტექნოლოგიას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა საკუთარი მოდელების არასაკმარისი შედეგების შემდეგ Google-ის Gemini მოდელების გამოყენება გადაწყვიტა. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ Siri Google-ის ასისტენტის ასლი არ არის. Apple-მა საკუთარი მოდელებიც შექმნა და ისინი Gemini-ს მონაცემების დახმარებით გააუმჯობესა.

მონაცემების დაცვისთვის კომპანია Private Cloud Compute-ს იყენებს. ეს ნიშნავს, რომ რთული დავალებები Apple-ის დაცულ სერვერებზე მუშავდება ისე, რომ მომხმარებლის ინფორმაციაზე წვდომა თავად კომპანიასაც არ ჰქონდეს. უფრო რთული ამოცანებისთვის სისტემა Nvidia-ს ჩიპებს Google-ის სერვერებზე გამოიყენებს, თუმცა იქ მხოლოდ Apple-ის მიერ დამოწმებული პროგრამული უზრუნველყოფა იმუშავებს.

განახლებული Siri მომხმარებლებისთვის ბეტა ვერსიის სახით ამ შემოდგომიდან გახდება ხელმისაწვდომი.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე