გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

მარიამ ქადარია28 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

Applied Materials-მა Besi-ის აქციების 9% 2025 წლის აპრილში შეიძინა. მათი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩიპების ერთმანეთთან დაკავშირების ტექნოლოგიაა, რომელიც ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის პროცესორების წარმოებაში გამოიყენება.

Applied Materials-ის გადაწყვეტილების შემდეგ Besi-ის აქციები ამსტერდამის ბირჟაზე თითქმის 9%-ით გაძვირდა. ბაზარზე გაჩნდა ვარაუდიც, რომ ამერიკულმა კომპანიამ მომავალში Besi-ის სრულად შეძენა შეიძლება განიხილოს. ამ ეტაპზე Applied Materials ამას არ ადასტურებს. კომპანია აცხადებს, რომ Besi-ში წილის 20%-ზე მეტად გაზრდას და მის სამეთვალყურეო საბჭოში ადგილის დაკავებას არ გეგმავს.

გარიგებას აშშ-ის ანტიმონოპოლიური უწყების თანხმობა სჭირდება. დამატებითი სირთულე შეიძლება იყოს ისიც, რომ ორივე კომპანიას ჩინეთში მნიშვნელოვანი ბიზნესი აქვს. Applied Materials-ის 2025 წლის შემოსავლის დაახლოებით 30% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ares Capital Apollo-ს MidCap-ს $2.6 მილიარდად შეიძენს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Ares Capital Apollo-ს MidCap-ს $2.6 მილიარდად შეიძენს

Ares Capital MidCap Financial Investment-ს დაახლოებით 2.6 მილიარდ დოლარად შეიძენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე