OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.
მოლაპარაკებებში საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, ქუვეითი, ალჟირი, ყაზახეთი და ომანი მონაწილეობენ. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის ომის შემდეგ ექსპორტი გაზარდეს, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ იმაზე ნაკლებ ნავთობს მოიპოვებს, ვიდრე არსებული კვოტებით შეუძლიათ.
OPEC+-მა სექტემბერში ნავთობის მოპოვებაზე 2023 წელს დაწესებული შეზღუდვების ნაწილის გაუქმება დაასრულა, თუმცა ჯგუფის წევრი ქვეყნები დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელით ნაკლებ ნავთობს კვლავ აწარმოებენ, რადგან სხვა შეზღუდვები ძალაში რჩება.
OPEC+ უკვე 2027 წლის კვოტების განსაზღვრაზე მუშაობს. მანამდე უნდა გაირკვეს, რეალურად რამდენი ნავთობის მოპოვება შეუძლია თითოეულ ქვეყანას. ამის მიხედვით გადაწყდება, რა მოცულობის წარმოება ექნებათ მათ მომავალ წელს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






