გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

მარიამ ქადარია28 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

შესაძლო ცვლილების შესახებ S&P Global-მა მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებისას განაცხადა. კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 4.58 დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე მაღალი იყო. კვარტალურმა შემოსავალმა 3.68 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კომპანიამ წლიური პროგნოზიც გააუმჯობესა. S&P Global ამჟამად შემოსავლის 7.5-8.5%-იან ზრდას ელოდება. მანამდე პროგნოზი 6-8% იყო.

26 ოქტომბერს კომპანიამ OpenZeppelin-ი შეიძინა. ამ გარიგებით S&P Global ციფრული აქტივების სფეროში რისკების შეფასების მიმართულებას აფართოებს.

Capital IQ-ის ცალკე კომპანიად გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე