გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

აშშ აყოვნებს სანქციების დაწესებას ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ

მარიამ ქადარია17 ივნისი, 20262 წთ კითხვა
აშშ აყოვნებს სანქციების დაწესებას ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურები ჩინურ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპსა და ჩიპების მსხვილ მწარმოებელ კომპანიას საფრთხედ მიიჩნევენ, ვაშინგტონი მათ წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღებას ჯერჯერობით თავს არიდებს. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადადო ჩინური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის DeepSeek-ისა და მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი კომპანიის CXMT-ის სავაჭრო „შავ სიაში" შეყვანა. მართალია, შესაბამის გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი კომიტეტი ჯერ კიდევ გასულ წელს დაეთანხმა, ვაშინგტონი ამ ნაბიჯის საჯაროდ გამოცხადებას ამჟამად არ ჩქარობს.

ეს გადაწყვეტილება მცდელობაა, თავიდან იქნას აცილებული პეკინთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება. ამჟამად აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის სპეციალურ სიაში მოსახვედრად რიგში 100-ზე მეტი კომპანია დგას, რომელთაგან 75-ზე მეტი ჩინური სუბიექტია.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები DeepSeek-ს ჩინეთის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, ხოლო CXMT პენტაგონის მიერ ოფიციალურად ჩინურ სამხედრო კომპანიად არის მიჩნეული.

ამ სიაში მოხვედრა კომპანიებისთვის სერიოზულ შეზღუდვას ნიშნავს: ისინი ამერიკული პროდუქციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების შესაძენად სპეციალური ლიცენზია გახდებათ საჭირო. საგულისხმოა, რომ 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ აშშ-ს ამ სიას ახალი სუბიექტები არ დაუმატებია - ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაში ყველაზე ხანგრძლივი პაუზაა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე