გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

მარიამ ქადარია2 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ამასთან, აშშ ახალ წესებს ამზადებს, რომლებიც თვითმფრინავის საბორბლე სისტემისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაწილების ჩინეთში გაყიდვის შეზღუდვას გაამარტივებს. ახალი წესები შესაძლოა საავიაციო ჰიდრავლიკურ სითხეზეც გავრცელდეს.

ჩინურ სახელმწიფო კომპანია COMAC-ს ზოგიერთი ამერიკული ნაწილის შესყიდვა უკვე შეუზღუდეს, რათა კომპანიამ დიდი მარაგები ვერ დააგროვოს.

ჩინეთს ამერიკული ნაწილები სჭირდება როგორც Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებისთვის, ისე საკუთარი ავიაწარმოების გასაზრდელად. პეკინი 200 ახალი Boeing-ის შეძენასთან ერთად რამდენიმე წლისთვის საკმარისი სათადარიგო ნაწილების მიწოდების გარანტიასაც ითხოვს, თუმცა ვაშინგტონი ამ მოთხოვნაზე თანხმობას ჯერ არ ჩქარობს.

საავიაციო სექტორი აქამდე აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებისგან შედარებით ნაკლებად იყო დაზარალებული. ახლა კი ვაშინგტონი ამ სფეროშიც ამკაცრებს პირობებს.

ამავე დროს, აშშ ცდილობს, ჩინეთიდან იშვიათმიწა ლითონების მიწოდება არ შეფერხდეს. ორ ქვეყანას შორის დროებითი სავაჭრო შეთანხმება 2027 წლის 10 იანვრამდე მოქმედებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე