გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ და ჩინეთი $60 მილიარდის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ

მარიამ ქადარია16 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ და ჩინეთი $60 მილიარდის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ

აშშ-მა და ჩინეთმა ორმხრივი სავაჭრო საბჭოს პირველი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ტარიფების შემცირება, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა და წინა მოლაპარაკებებზე მიღებული გადაწყვეტილებები განიხილეს.

ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ორივე ქვეყანა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფებს შეამცირებს. საერთო მოცულობა 60 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა საბოლოო პირობებზე შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს.

მოლაპარაკებების ნაწილი ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენასაც ეხება. ჩინეთი აშშ-ისგან წელიწადში 17 მილიარდი დოლარის საქონლის ყიდვას დაჰპირდა, თუმცა წელს სოიოს გარდა სხვა პროდუქციის იმპორტი შემცირებულია.

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ხუთშაბათს შენჟენშია დაგეგმილი.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე